loading...

Category Archive: სხვადასხვა

დეკ 12

საზღვაო-სატრანსპორტო საშუალება Prelude FLNG

გემი «Prelude FLNG», რომლის კორპუსის სიგრძე 488 მეტრს, ხოლო სიგანე 74 მეტრს შეადგენს, ნავთობმომპოვებელი კომპანია Shell-ის დაკვეთით ააგეს. ბუნებრივი აირის თხევად აირში გადამამუშავებელი მცურავი პლატფორმის სიგრძე ნიუ-იორკში მდგარ ცათამბჯენ Empire State Building-ის სიმაღლეს აჭარბებს. საბოლოო მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს გიგანტური საზღვაო ხომალდი ყველაზე დიდი მცურავი საშუალება იქნება, რომელიც ადამიანს კაციობრიობის ისტორიაში აუგია.

გემი «Prelude FLNG» ზღვის ფსკერიდან მოპოვებულ ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად, შემგდომ კი პირდაპირ ღია ზღვაში საზღვაო-სატრანსპორტო ტანკერებში გადატვირთავს მას. სრულად აღჭურვილი და დატვირთული გიგანტის წონა 661,400 ტონა იქნება. წლის განმავლობაში კი ეს მოცურავე ფაბრიკა 3,8 მილიონ ტონა ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად. გემზე განთავსებული რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 430 მილიონ ლიტრს, რაც მოცულობით 175 ოლიმპიური კლასის საცურაო აუზის ექვივალენტია. Read the rest of this entry »

დეკ 06

ცდუნების ხელოვნება (ალტერნატივა)

ზუსტად ამ დროს, ქალაქის სულ სხვა წერტილში, ქალი სარკესთან იდგა მთელი თავისი ეშხით და ცდილობდა შავი თვალების სიღრმე უფრო გამოეკვეთა ფანქრით. უნდოდ გაბუსხული ტუჩები მუქ სისხლისფრად შეეღება. ღამისფერი ტალღები ეფინა ნახევრად მოშიშვლებულ ზურგზე. უხდებოდა თავისუფლებით სავსე დალალები, ისინი თითქოს პატრონის ხასიათს გასცემდნენ. დიახ, ქალიც ასეთი იყო, – თავისუფლებით სავსე და თამამი. თუმცა მხოლოდ ძალზე დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევდა მისი თვალების ფსკერზე არსებულ ტკივილს.

სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა?

იდგა ქალურობით აღსავსე სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს საყვედურობდა მდუმარედ.. დრო კი ქვიშის საათივით მარცვლავდა წამებს…

„მოწყალე მხოლოდ უფალია, მე არ მევალება ვიყო იდეალური“. Read the rest of this entry »

დეკ 05

სოციალური და კომერციული რეკლამა

თქვენს ყურადღებას მივმართავთ სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოების მიერ გამოშვებულ უჩვეულო კომერციული და სოციალური რეკლამისაკენ. ვიღაცისათვის აღნიშნული რეკლამირების ფორმა და სახე გენიალური და კრეატიულია, ვიღაცისთვის შოკის მომგვრელი. თუმცა ფაქტია – იგი საზოგადოებისაგან შეუმჩნეველი არ რჩება.

1. კოლუმბიის არტერიული ჰიპერტენზიის ასოციაციის სოციალური რეკლამა: „შესაძლოა თქვენ კვდებით, ისე რომ ამის შესახებ არაფერი იცით. ქოლესტერინის მაღალი დონე თქვენს გულს ზიანს აყენებს“. Read the rest of this entry »

დეკ 03

როგორ ამზადებენ პირად მცველ გოგონებს ჩინეთში

უკანასკნელ წლებში ჩინეთში პირადი მცველების მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. თუ ადრე ეს პროფესია ითვლებოდა მამაკაცის პროფესიად, ამჟამად ეს ასე აღარ არის, ვინაიდან აღნიშნულ პროფესიას სუსტი სქესის წარმომადგენლებიც საკმაოდ აქტიურად ითვისებენ. “ჩინგისის უსაფრთხოების აკადემია”–ში აღსაზრდელებს ასწავლიან მეურვეობის ქვეშ მყოფის დაცვას სპეციალური დანიშნულების რაზმის სტილში. სწავლების საკმაოდ მძიმე და რთული კურსი, რომლის გავლაც აუცილებელია, მოიცავს საბრძოლო ხელოვნების, გადარჩენის ტექნიკისა და კლიენტის დაცვის შესწავლას მოულოდნელი თავდასხმის დროს.

პირადი მცველის მოსამზადებელი ინტენსიური ვარჯიში 8–10 თვე მიმდინარეობს. აღნიშნული კურსის დასრულების შემდგომ ყველაზე წარმატებულები ისრაელის საერთაშორისო უსაფრთხოების აკადემიაში განაგრძობენ სწავლებას. Read the rest of this entry »

დეკ 02

პაბი Lingo – სანთებელით მორთული კედლები

სლოვაკეთში არსებობს პაბი სახელწოდებით „Lingo“, რომელიც მწეველთათვის იდეალურ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. Read the rest of this entry »

ნოე 29

ყველაზე ძვირადღირებული წინდები

მამაკაცებისათვის ერთ–ერთ ყველაზე უბრალო საჩუქრად წინდები ითვლება. თუმცა გერმანული კომპანიის ახალი ნაწარმი – ყავისფერი წინდები, რომელთა ფასიც დაახლოებით 1200 დოლარია ვერანაირად ვერ ჩაითვლება რიგით საჩუქრად. ტანისამოსის ეს პროდუქტი კომპანიამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა – სულ 10 წყვილი.

ეს კოლოსალური ფასი, იმ მატერიისგან მომდინარეობს რომლისგანაც იგი შედგება. წინდები დამზადებულია მსოფლიოში ყველაზე ძვირი და იშვიათი ბეწვისაგან – ვიკუნიას ბეწვისაგან.

ვიკუნია – ეს გახლავთ ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახიდან, მას მოიხსენიებენ ლამას და ალპაკას შორეულ ნათესავებადაც. ეს უნიკალური ცხოველები ბინადრობენ ანდებში 3500–დან 5500 მეტრ სიმაღლეზე და დაცულნი არიანი სპეციალური პროგრამით, აქედან გამომდინარე მათი ბეწვის მოპოვება საკმაოდ რთულია. Read the rest of this entry »