loading...

Category Archive: სხვადასხვა

ნოე 28

თუ თქვენი ბავშვი ცაციაა

მემარცხენეობა იშვიათი, თუმცა ორგანიზმის განვითარების ერთერთი ვარიანტია, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებასთან.

თავის ტვინის თითოეულ ნახევარსფეროს თავისი ფუნქცია გააჩნია. მარცხენა ნახევარსფეროს რაციონალურ-ლოგიკურს უწოდებენ და უზრუნველყოფს ლოგიკურ, ანალიტიკურ, აბსტრაქტულ აზროვნებას, ახდენს ინფორმაციის თანმიმდევრულ გადამუშავებას, ყველა შესაძლო ვარინატის განხილვას. მარჯვენა ნახევარსფერო ემოციურ მხარეს განაგებს, პასუხისმგებელია შემოქმედებით, ხატოვან აზროვნებაზე. მარჯვენა ნახევარსფერო  ინფორმაციის გადამუშავებას ახდენს ერთმომენტად, წამიერად აღიქვამს მთლიანობაში, მას ეყრდნობა ემოციური აღქმა, ინტუიცია.

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია სხეულის მარჯვენა ნაწილის მოქმედებაზე და პირიქით, მარჯვენა ნახევარსფერო – მარცხენა ნახევარზე. მემარცხენეობას განაპირობებს მარჯვენა ნახევარსფეროს დომინირება, თუმცა ასევე შესუსტებულია ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირი. Read the rest of this entry »

იან 11

მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი შენობა სინგაპურში შენდება

სინგაპურის უბან კალანში, უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ჯერ კიდევ შარშან უნდა აშენებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, მშენებლობის დასრულება კი არა, დაწყება შარშან ძლივს მოხერხდა. კომპლექსი 35 ჰექტარ ფართობს დაიკავებს და ის მწყობრში 2014 წელს ჩადგება.

ეს კომპლექსი იმითაა გამორჩეული, რომ მის მთავარ ნაგებობას – ეროვნულ სტადიონს, მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი სტრუქტურა ექნება.

სინგაპურის ეროვნული სტადიონის პროექტი, მულტინაციონალურმა კომპანია “არუპმა” შეიმუშავა, რომელსაც მთავარი ოფისი ლონდონში აქვს. მისი ტრიბუნები 55 000 მაყურებელს დაიტევს. ნაგებობის გუმბათოვანი სახურავი ნაწილობრივ გასაშლელია, გუმბათის გრძივი გარსშემოწერილობა 310 მეტრს აღწევს, მთლიანი ფართობი კი 20 000 კვადრატული მეტრია. Read the rest of this entry »

დეკ 31

გილოცავთ 2013 წელს!!!

 

ცოდნის ბლოგი გილოცავთ 2013 წელს!!! ბედნიერების, სიყვარულის და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ახალი წელიწადი თქვენს ოჯახში, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ!!! გაიხარეთ და იბედნიერეთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად!!!

დეკ 27

გასაოცარი და დაუჯერებელი ისტორია გემზე

1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი “ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით. Read the rest of this entry »

დეკ 20

ვის რა აჩუქა თოვლის ბაბუამ

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან –
შეიკრიბნენ ცხოველები,
თოვლის პაპას ელიან.

Read the rest of this entry »

დეკ 20

საახალწლო ლექსები

 

ნოდარ დუმბაძე

ზამთარი ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა,
იმდენხანს დააგვიანა,
ალბათ ძალიან შორიდან.

აუ, რამდენი ფიფქია,,
ფიფქები ქარში მიქრიან.
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი, არც მიფიქრია.

ეი, ბეღურავ, მავთულზე
მობუზული რომ ზიხარო,
ჩემს აივანზე მოფრინდი,
საკენკი გადმოგიყარო.
ცოტათი გათბი, დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.

Read the rest of this entry »