loading...

Category Archive: სხვადასხვა

მარ 06

პეპელას ფრთების საიდუმლო

პეპელა ნაზი და სათუთი არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.

ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე კვდება. მერე დავინტერესდი მისი მეტამორფოზით და მოვიხიბლე ალეგორიული იგავით:

ერთი კაცი ბალახს ცელავდა და შეამჩნია, რომ პეპელა პარკუჭიდან გამოსვლას ცდილობდა. კაცს ძალიან მოუნდა საკუთარი თვალით ეხილა პეპელას საოცარი ფერისცვალება და იქვე ჩაიმუხლა. დიდხანს იწვალა პეპელამ, ბევრი იწრიალა პარკუჭში. კაცმა გადაწყვიტა დახმარებოდა და პარკუჭი ფრთხილად გაუჭრა. პეპელა გამობობღდა, ჩამოეკიდა, ცდილობდა ფრთები დაებერა და გაეშალა, მაგრამ სუსტი იყო, ჯერ კიდევ ზრდა-დაუმთავრებელი. ძალა არ ეყო პეპელას, ნიავმა ჩამოაგდო და დაიღუპა. დაღონდა კაცი, შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მეორე ბალახზეც ზუსტად ისეთივე პარკუჭი შენიშნა. ამჯერად კაცმა ხელი არ ახლო. პეპელამ დიდხანს იწვალა, ბოლოს გამოჭრა და ამობობღდა. ისიც სუსტი იყო, სქელ მუცლიანი. ფეხებით ჩამოეკიდა პარკუჭს და მუცელი შეკუმშა. სითხე გადაეშვა პეპლის ფრთებში, გასწორდა, გაიშალა ნელა-ნელა. ააფარფატა პეპელამ ფრთები, მზეს შეუშვირა გასაშრობად. კიდევ უფრო გაიშალა და გასწორდა, დაიბერა ფრთები როგორც ლამაზი იალქნები. კიდევ ერთხანს იჯდა პეპელა, შლიდა და კეცავდა ფრთებს. მერე გაშალა, მოსწყდა და აფრინდა, აფარფატდა და გასცურა უკიდეგანო სივრცეში. Read the rest of this entry »

მარ 06

სიმართლე და ლეგენდა სიმბოლოებზე

სიმართლე და ლეგენდა სიმბოლოებზე

სიმბოლიკაზე არსებობს ბევრი ქალაქური ლეგენდა.მაგრამ უნდა დაუჯერონ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში მცხოვრებმა ადამიანებმა მათ? რატომ,თქვენს სხეულზე დახატული ზოგი ტატუ,კარგ განწყობაზე აყენებს ხალხს,ზოგი კი ზიზღს იწვევს?შეუძლია თუ არა,მაგალითად ბანდანას(ბენდენას?),რომელზეც გამოსახულია თავის ქალა და ძვლები,როგორღაც იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე? გამორიცხული არაა!! ყველანაირ გამოსახულებას ინფორმაცია გადააქვს ჩვენი ქვეცნობიერისთვის. არის ასეთი ფრაზა ” ფრთხილად იყავით სურვილებთან,ისინი შესაძლოა ახდეს”.სიმბოლოები კი,რომლითაც ვალამაზებთ საკუთარ თავს ან რაიმე ნივთს, ანახებენ მსოფლიოს ჩვენ სურვილებს.

საშიში სიმბოლოები

როდესმე შეგიმჩნევიათ,რომ კარგ ადამიანს უცებ უბედურებები ემთხვევა?მაგალითად, ხშირად ხვდება ავარიაში,სულ ავადმყოფობს…ადრე კი ყველაფერი კარგად იყო.უცებ ცნობილი ხდება,რომ ამ ადამიანმა ცოტა ხნის წინ თილისმა იყიდა.თილისმის არჩევისას,საჭიროა კარგად დაფიქრდეთ!მაგალითად,არ არის რეკომენდირებული თილისმები იეროგლიფებით,მით უმეტეს თუ არ იცით მათი მნიშვნელობა.მათ შეუძლია მიიზიდონ ნეგატივი,გამოიწვიონ უძილობა და ა.შ. ასევე არ გაერთოთ ნახატებით,რომლებიც უკავშირდება სიკვდილს: თავის ქალა,სისხლი,ვამპირები..მათ აქვთ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა,რომელიც იზიდავს დაავადებებს და სიკვდილსაც კი! ასევე ნეგატივის მატარებელია აგრესიული მხეცების ნახატები- ვეფხვი,ლომი,გველი.შესაძლოა,ისინი დაგეხმარონ მიაღწიოთ წარმატებას,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ თვითონ გაქვთ ძლიერი ხასიათი. Read the rest of this entry »

მარ 04

საიდუმლო კოდები

მოკლედ , საიდუმლო კოდები – უბრალო კოდები :  

მკითხველო ! წესით თქვენ ჯაშუში არ უნდა იყოთ , მაგრამ გამოიყენებთ სხვადასხვა და პატარ-პატარა კოდებს , სიმბოლებს და შეტყობინებებს დაფარული ინფორმაციით .. არ არის ასე ? (აქვე დავამატებ რომ ადრე სკოლაში ვიჭებს და გოგოებს ცალცალკე დამწერლობა გვქონდა ერთმანეთის წერილები რომ არ წაგვეკითხა :დ ეეჰ Good Old Times ! :დ) მაგალითად ავიყოთ ნიშანი Stop ! Read the rest of this entry »

მარ 04

ორი საოცრება ერთ ქალაქში

იმ ავბედით დღეს, 1865 წლის 14 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აბრამ ლინკოლნი თავის ცოლთან ერთად ვაშინგტონში ფორდის თეატრში წავიდა.

იქ შეკრებილი საზოგადება კომედია “ჩვენი ამერიკელი დეიდაშვილის” წარმოდგენით უნდა დამტკბარიყო, მაგრამ მის ნაცვლად დიდი და რეალური ტრაგედია იხილა – დაქირავებულმა მკვლელმა, მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა მოულოდნელად პისტოლეტი დააძრო და ლინკოლნს რამდენჯერმე ესროლა. მეორე დღეს 56 წლის პრეზიდენტი თეატრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

ახლა იმ თეატრში მუზეუმია, სადაც ლინკოლნის რამდენიმე ნივთი თუ საგანი ინახება. მათ შორისაა: წიგნები, წერილები, სტატიები, ფაიფურის ჭურჭელი, სამოსი, რომელიც იმ დღეს ლინკოლნს ეცვა და პისტოლეტიც, რომლიდანაც პრეზიდენტს ესროლეს… აქვეა თავად მკვლელის დღიურიც.

აქ მოსულ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლიც, სადაც ლინკოლნი გარდაიცვალა.

ამ სახლსაც და თეატრსაც უამრავი ხალხი მიაწყდა მაშინაც, იმ ტრაგედიისას, რომელმაც შეძრა მთელი ამერიკა და არა მხოლოდ ამერიკა…

ამბობენ, ამერიკელებს სჩვევიათ თავიანთი პრეზიდენტების ღვაწლის თანდათანობით მივიწყება და მათზე მსჯელობისას უპირატესობას მაინც თავიანთ თანამედროვე ქვეყნის პირველ პირებს ანიჭებენ უპირატესობასო, ოღონდაც ეს ასე არაა აბრამ ლინკოლნის ამაგის შეფასებისას. ყველა დროის გამოკითხვის შედეგად, თუ “ვინაა ამერიკის უდიდესი პრეზიდენტი”, თითქმის მუდამ პასუხობენ, აბრამ ლინკოლნიო. აბრამ ლინკოლნი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ლიდერობს პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიის თუ მეცნიერებათა სხვა სფეროების წარმომადგენელთა გამოკითხვების შედეგებში. აბრამ ლინკოლნზე მოწიწებითა და აღტაცებით საუბრობენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქენიც. Read the rest of this entry »

მარ 02

დასვენება ვენაში – რჩევები ღვინის ტურისტს

ენო-გასტრონომიული ტურები ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის. ამიტომაცაა, რომ ყოველწლიურად იზრდება ღვინის ტურიზმში მონაწილე ქვეყნების სია, სადაც ახლახან საქართველოც გაჩნდა.

თბილისში უკვე საკმაოდ ბევრი ტურისტია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ნაკლია მათი მომსახურების თვალსაზრისით. ამ ნაკლთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვინის ტურიზმიცაა. დღეს თბილისში ქართული ღვინით დაინტერესებულ სტუმარს ერთფეროვნად – მხოლოდ რესტორანში უმასპინძლდებიან. დედაქალაქში ვინომანი ტურისტებისთვის ღვინოსთან დაკავშირებული არანაირი სხვა აქტივობა – არც ღვინის კაფეები, ბარები და არც მცირე ზომის მარნები არ არსებობს.

დღევანდელ სტატიაში ავსტრიის დედაქალაქ ვენის შესახებ მოგითხრობთ, ქალაქზე, რომლისგანაც ნამდვილად შეიძლება მაგალითის აღება. ჩვენი ქალაქის შემოგარენში ვენახის გაშენება და მცირე მარნების დაფუძნება ხომ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდიდა ქალაქს, მით უმეტეს, რომ თბილისის განსაკუთრებულ ჰავასა და ნიადაგს საინტერესო შედეგების მოცემა შეუძლია. თბილისის მეღვინე რეგიონად ქცევა მით უფრო საინტერესოა, რადგან აქ ვენახები უხსოვარი დროიდან იყო გაშენებული. ადრე შუასაუკუნეებში თბილისის ტერიტორიაზე ქვევრებსაც კი აწარმოებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქვევრებში ძველი თბილისელები ღვინოსაც აყენებდნენ. Read the rest of this entry »

მარ 02

ასტეროიდები!

ასტეროიდები რა არის ატეროიდები და რით ემუქრებიან ისინი დედამიწას ? ბევრი მეცნიერი ფიქრობს რომ ასტეროიდები დაეჯახნენ დედამიწას 65 მილიონი წლის წინ და გამოიწვიეს გარემოს უდიდესი ცვლილებები, სწორედ ეს ფაქტი გახდა დინოზავრების გადაშენების მიზეზი. თუმცა საშიში ასტეროიდი მინიმუმ 140 მეტრი ზომის მაინც უნდა იყოს, უფრო მცირე ზომების ობიექტს არ შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს დედამიწის მცხოვრებლებს… Read the rest of this entry »