loading...

Category Archive: სხვადასხვა

ოქტ 02

ნამდვილი სამურაის ხმლის ტექნიკა-იასო მაჩი

გინესის რეკორდსმენ ისაო მაჩიის შეუძლია, BB იარაღიდან ნასროლი ტყვია სამურაის ხმლით შეაჩეროს. მაჩიის შესაძლებლობა გასაოცარია იმ მხრივ, რომ იარაღიდან გამოტყორცნილი ბურთულა 320 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რასაც ადამიანის თვალი ვერ აფიქსირებს. ჩვეულებრივ ადამიანს წამის 3/10 მაინც სჭირდება, სანამ ხმას აღიქვამს, შემდეგ კი უნდა გაიაზროს მოძრაობის შესრულება, მაგრამ ამ პერიოდში ტყვიას უკვე გავლილი ექნება 20 მეტრიანი მანძილი, რომელიც ისაოს მსროლელისგან აშორებს. Read the rest of this entry »

ოქტ 02

სოციალური ბრაუზერები

სოციალურმა ქსელებმა უკვე დიდი ხანია, რაც დაიმკვიდრეს მყარი ადგილი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში სხვადასხვაგვარი მესენჯერებისა და ელექტრონული ფოსტის გვერდით. სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტის ყოველი მეორე მომხმარებელი სარგებლობს ამა თუ იმ სოციალური ქსელით. რა გასაკვირია, რომ მათი პოპულარობის საკითხი არ ასვენებს არცერთ კომპიუტერულ კომპანიას, მიუხედავად იმისა აპარატულ უზრუნველყოფას აწარმოებენ ისინი, თუ პროგრამულს. თავისი წილის მოკვეთა, ბუნებრივია, სცადეს ალტერნატიული ბრაუზერების მწარმოებლებმაც, რომლებმაც პირდაპირ ჩააშენეს საკუთარ პროდუქტებში სოციალური ქსელების მხარდაჭერა, ამა თუ იმ ფორმით.
პირველი ბრაუზერი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება Flock (http://www.flock.com/), რომელიც იწარმოება 2005 წლიდან და წარმოადგენს ერთგვარ ეტალონს ინტერნეტ ბაზრის საკუთარ სეგმენტში. თავდაპირველად მას საფუძვლად ედო Firefox-ის ძრავი, მაგრამ შემდეგ Flock-მა გადაინაცვლა Chromium-ზე. ამბობენ, რომ ბირთვის გამოცვლის მიზეზი გახდა კონფლიქტი Mozilla-ას თანამეგობრობასთან, რომლმაც შეწყვიტა პროდუქტიული კონტაქტი ალტერნატიული გადაწყვეტილების შემქმნელებთან. ასეა თუ ისე, მაგრამ ახალი პლატფორმა აღმოჩნდა გაცილებით უფრო სწრაფი, რაც დადასტურდა კიდევაც ობიექტურ ტესტებში.  Read the rest of this entry »

სექ 30

უზარმაზარი ფაილების გაზიარება ინტერნეტში

ფაილების ზომა, რომლებსაც მიმოცვლიან ერთმანეთში მომხმარებლები ინტერნეტის საშუალებით, დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება. და თუ მცოდნე და გამოცდილ მომხმარებლებს უკვე აქვთ შეტანილი სანიშნეებში გარკვეული სერვისები, დამწყებთათვის ეს ჯერაც შეიძლება იყოს პრობლემატური. ამიტომ დღეს, ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულ ფაილგამცვლელ საშუალებას, და თქვენს წინაშე დარჩება მხოლოდ, თქვენი აზრით, საუკეთესო ერთის შერჩევის ამოცანა.
ანუ მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენს ხელთ იმყოფება გიგაბაიტ ნახევრიანი ფაილი – მხატვრული ფილმი, ISO ასლი, ფოტო-სურათების ან ვიდეო რგოლების არქივი ან სხვა, და გჭირდებათ ამ ფაილის გადაგზავნა ინტერნეტით, ვინმე სხვა მომხმარებელთან. ბუნებრივია, ამხელა ზომების გათვალისწინებით, ელექტრონული ფოსტის გამოყენება გამორიცხულია, და საჭიროა რაიმე სხვა საშუალებების გამონახვა.  Read the rest of this entry »

სექ 28

რა არის CAUCASUS TV?

Caucasus TV „კავკასუს ონლაინის“ სამი პროდუქტიდან ერთერთი ახალი პროდუქტია; ეს არის IP ტელევიზია, რომლის მიწოდებაც ტრადიციული საკაბელო მაუწყებლობისაგან განსხვავებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დახმარებით  ხდება . IP ქსელი მომხმარებლამდე სიგნალის უმცირესი დანაკარგის გარეშე მიწოდებას FTTB (Fiber to the Building – ოპტიკა თითოეულ შენობამდე) ტექნოლოგიის დახმარებით უზრუნველყოფს. ტელევიზორისათვის მისაღებ სიგნალად ვიდეონაკადს Motorola-ს დეკოდერი გარდაქმნის. ტექნოლოგიური უპირატესობა: პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან როგორებიც არიან: Motorola, Cisco რატომ CAUCASUS TV? Caucasus TV – ის უპირატესობებია: Read the rest of this entry »

სექ 28

დაკვირვების კერძო კამერები საზოგადოების სამსახურში

ფილადელფიის პოლიციის სამმართველომ ქალაქში დანაშაულებებთან ბრძოლის ახალი ხერხი შემოგვთავაზა — გარე დაკვირვების კამერების ერთიანი რუქის შექმნა, რომლებიც მთელს ქალაქში დამონტაჟდება. პოლიცია იმედოვნებს, რომ ქალაქის მოსახლეობა და ბიზნესის წარმომადგენლები ნებაყოფლობით დაარეგისტრირებენ ყველა დამონტაჟებულ კამერას პროგრამის SafeCam ფარგლებში. ეს პროგრამა საზოგადოებას ოფიციალურ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად დანაშაულებასთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება.

პოლიციის კომისარმა ჩარლზ რემსიმ (Charles Ramsey) აღნიშნა, რომ დაკვირვების კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები ამა თუ იმ სამართალდარღვევის გამოძიებისას მტკიცებულებად გამოიყენებოდა ხოლმე. ეს დიდი უპირატესობაა ძიების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, როდესაც პოლიციელებს მხოლოდ მოწმეების დაკითხვა შეეძლოთ, ამას უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე კამერების ჩანაწერების დათვალიერება. Read the rest of this entry »

სექ 28

ვინ არის უფრო დეპრესიული _ ქალი თუ მამაკაცი?

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცი ქალზე უფრო დეპრესიული არსებაა, რასაც თავისი მიზეზი განაპირობებს. ჩვეულებრივ, ისე ხდება ხოლმე, რომ ქალს მეტი საქმე აქვს, თუნდაც ოჯახში. ის ალაგებს, რეცხავს, ხეხავს; ხშირად წუწუნებს კიდეც ამაზე, მაგრამ სინამდვილეში არ იცის, რომ ამით დეპრესიას იცილებს თავიდან. ხელსაქმე, ქარგვა, ხატვა, ძერწვა, ანუ ნებისმიერი სახის შემოქმედებითი მუშაობა ადამიანს ართობს, სხვა სამყაროში გადაჰყავს იგი, რაც დეპრესიის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. მამაკაცებო, თუ ხატვის ნიჭი გაქვთ, გამოიყენეთ, მაგრამ თუ ასე არ არის, მაშინ მონაწილეობა მიიღეთ საოჯახო საქმეში, ამით ქალის გულსაც მოიგებთ და დეპრესიასაც ადვილად გაუმკლავდებით. ეს ექიმის რჩევაა, ჩემი არ გეგონოთ.

წყარო