loading...

Category Archive: სხვადასხვა

აგვ 30

შეზღუდული ახალგაზრდობა

2011 წელი ეს არის შეზღუვების წელი,შეიზღუდნენ ახალგაზრდებიც და ამავე დროს უფროსებიც,ყველაფერი 2010 წლიდან დაიწყო მაგრამ 2011 პიკს მიაღწია ყველაფერმა..

Read the rest of this entry »

ივლ 07

ბიბლიოთეკა ციფრულ ეპოქაში

ინტერნეტის განვითარებამ და თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა ის, რომ დღესდღეობით ტრადიციულ წიგნებზე მეტად მოთხოვნა ელექტრონულ წიგნებზეა. როდესაც კომპიუტერი თითქმის ყველა ოჯახის შემადგენელ ნაწილად იქცა, გაცილებით მარტივია ამა თუ იმ წიგნის ციფრული ვერსიის მოძიება და საჭირო ინფორმაციის მიღება. ამ ტენდენციას ბიბლიოთეკებმაც აუბეს მხარი და მსოფლიო მასშტაბით უკვე დაიწყო წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანა. ამ მხრივ თანამედროვეობას არც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩამორჩება.
უკვე წლებია, რაც ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველებს ელექტრონულ ბიბლიოთეკას და მასში გაერთიანებულ სხვადასხვა პროექტებს სთავაზობს, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა თუ ელექტრონული ლექსიკონები. ამ პროექტებზე მოგვიანებით გიამბობთ. თავდაპირველად კი თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ყველაზე ინტერაქტიულ პროექტზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს. ეს არის ქართული საგანძურის, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ხელნაწერის სახით.  Read the rest of this entry »

ივლ 07

კავკასუს ონლაინი ინტერნეტის მიწოდების ახალ ტექნოლოგიაზე გადადის

კავკასუს ონლაინი ინტერნეტის მიწოდების ახალ ტექნოლოგიაზე გადადის. შესაბამისად, მომხმარებელს განახლებულ ინტერნეტ პაკეტებსა და IPტელევიზიას სთავაზობს.
FTTB (Fiber To The Building, ანუ ოპტიკა თითოეულ სახლამდე) ტექნოლოგიით თბილისში უკვე დასრულდა მიწისქვეშა ქსელის მოწყობა. მომხმარებლების გადაყვანა ახალ ქსელზე უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება უახლოეს მომავალში. მომხმარებელს უკვე აქვს საშუალება ისარგებლოს, სტაბილური და სწრაფი ინტერნეტით და IP ტელევიზიით, სექტემბრიდან კი ამ პროდუქტებს IP ტელეფონიაც დაემატება; ამდენად, რებრენდინგი, რომელიც კომპანიაშ ირამდენიმე თვის წინ დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს, მოიცავს პროდუქტის თვისობრივ ცვლილებასაც, რაც მის ხარისხზე და სერვისზეც აისახება. კავკასუს ონლაინი მომხმარებლებს იმ ახალ პროდუქტებს შესთავაზებს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნაზე ფასისა და პროდუქტის თვალსაზრისით. ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები – ინტერნეტის ახალი პაკეტები და აი პი ტელევიზია პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია ვაკის, დიდუბის და დიღმის მასივის მოსახლეობისათვის.

წყარო: co.ge

ივლ 07

იაპონიამ იშვიათი მინერალების უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა

იშვიათი მინერალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰაი-ტეკ ინდუსტრიისთვის. ისინი გამოიყენება LED-პანელების, შუქმგრძნობიარე მატრიცების, ელექტროძრავების, ხისტი დისკების, ბატარეებისა და ელექტრონიკის მრავალი სხვა სახეობის წარმოებისას. ამ მომენტისათვის ჩინეთს იშვიათი მინერალების მსოფლიო მიწოდების 97% ეკუთვნის, თუმცა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, იაპონურმა კვლევითმა ჯგუფმა წყნარი ოეკანის ფსკერზე იშვიათი წიაღისეულის დიდი მარაგი აღმოაჩინა. აღმოჩენა დადასტურებულია გრუნტის ნიმუშებით, რომლებიც 3500-დან 6000 მ-ის სიღრმეზე 78 ადგილიდანაა ამოღებული. ბუდობი საერთაშორისო წყლებშია და ჰავაიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენაა გადაჭიმული, აგრეთვე ტაიტისა და საფრანგეთის პოლინეზიის აღმოსავლეთით. Read the rest of this entry »

ივლ 01

ფემინიზმი

“who runs the world – girls”

რეკს ჩემი დის მაღვიძარა.

მეც მეღვიძება და საუზმის ჩათვლით ეს სიმღერა მაქვს აკვიატებულ.

საუზმეს მოსდვს ჩვეულებრივი სტუდენტური საქმიანობანი – სემინარი და ა.შ. განსაკუთრებით იდეოლოგიები შემიწირავს. ბოლოს ფემინიზმის თემა ვისწავლე. ნელ-ნელა მოგიყვებით ყველაფერს.

საღამოს თეატრში მივდივარ.

ადამიანს რადიკალიზმი უფრო “ახალგაზრდობის” ჟამს, ასე, 20 წლამდე უნდა გახასიათებდეს (ვინ თქვა რომ საუკუნის მეხუთედი ცოტაა), აი, 40 წლისას აღარ შეგშვენის სხვადასხვა თემაზე გაოფლიანება და ბევრი სირბილი. მახსოვს ჩემი თავი 13 წლის ასაკში. ალბათ ყველა მოქმედ ფორუმზე ვიყავი დარეგისტრირებული და ყველა თემაში ჩემს აზრებს ვავრცელებდი. ვმწარდებოდი ისეთ “აქტუალურ” თემებზე (და რატომაც ისინი დღესაც მეჩრება თვალში) როგორიცაა ქალიშვილობის ინსტიტუტი, ან ქალი vs კაცი, რომელი უფრო ძლიერია, გულში მჭრიდა თემები: მშობელი vs შვილი, ღამე სახლიდან გაშვება და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ამ დროს მჩქეფარე ბავშვებს უნდა აღელვებდეთ და აინტერესებდეთ. Read the rest of this entry »

ივლ 01

კომპიუტერი და ბავშვები

სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერს რაღაც ცრუ რწმენით უდგება. არის იმგვარი გართულებული შემთხვევებიც, როდესაც გამორთული კომპიუტერიც კი საშიშად არის მიჩნეული. ამგვარი ადამიანები კომპიუტერის ყოველგვარი გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რაც, თავის მხრივ, რადიკალიზმის თავისებური გამოვლინებაა და არანაირად არ ეთვისება ეკლესიურ აზროვნებას.

ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მანქანაა, რომელსაც თავისი შესასრულებელი ფუნქციები აკისრია. ის ადამიანმა შექმნა და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ცუდი მიზნისათვის, ასევეა კომპიუტერიც. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითი ის არის, თუ ადამიანის მიერ რა მიზნით იქნება გამოყენებული. მაგალითისათვის შესაძლებელია მივუთითოთ ისეთ უბრალო სამუშაო იარაღზე, როგორიც არის ნიჩაბი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სამშენებლო დანიშნულებისათვის, ასევე ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად. Read the rest of this entry »