loading...

Category Archive: სხვადასხვა

ივნ 30

დე­სეპ­ტი­კო­ნე­ბი­სა და ავ­ტო­ბო­ტე­ბის მე­სა­მე ჯა­ხი

გა­ქი­რა­ვე­ბა­ში “ტრან­ს­ფორ­მე­რე­ბი 3” გა­მო­ვი­და

მსოფ­ლიო კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე ზაფხუ­ლის პრე­მი­ე­რე­ბის ბუ­მი გრძელ­დე­ბა. ბუ­მია ჩვენ­თა­ნაც – ჩვენს გა­ქი­რა­ვე­ბა­ში უკ­ვე გა­მო­სუ­ლია “სუ­პერ 8” (რუს­თა­ვის “რუს­თა­ველ­ში”) და “იქს ადა­მი­ა­ნე­ბი”, მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რამ­დე ორი დღით ად­რე კი გა­ქი­რა­ვე­ბა­ში “ტრან­ს­ფორ­მე­რე­ბი: მთვა­რის ბნე­ლი მხა­რე” დად­გა. ეს სწო­რედ იმ ტი­პის ფილ­მი გახ­ლავთ, რო­მელ­ზეც ბავ­შ­ვე­ბი­სა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის წაყ­ვა­ნა თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ, ხო­ლო თუ თან­მ­ხ­ლე­ბი არ გყავთ, მარ­ტო წა­დით – მერ­წ­მუ­ნეთ, რო­გორც კი სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლათ­დე­ბით და სათ­ვა­ლეს მო­ირ­გებთ, მა­შინ­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბა­დი რო­ბო­ტე­ბის ისეთ თავ­გა­და­სა­ვალ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბით, სა­ერ­თოდ აღარ გე­მახ­სოვ­რე­ბათ გვერ­დით შვი­ლი გი­ზით, სი­დედ­რი თუ თვით მე­გატ­რო­ნი. Read the rest of this entry »

ივნ 30

საკრედიტო ბარათის ზომის ძალიან თხელი მობილური CM1

საკრედიტო ბარათის ზომის ეს მობილური ტელეფონი შემჩნეული იყო გამოფენებზე Computex და CommunicAsia 2011. ასეთი მოკრძალებული ზომების მქონე მოწყობილობა სმარტფონი არაა; პირიქით, ეს ძალიან ჩვეულებრივი ტელეფონია ბაზური ფუნქციებით და ქსელების GSM ოთხი დიაპაზონის მხარდაჭერით.

CM1-ის ზომებია 85,5×55,6×6,9 მმ, ტელეფონის სიგრძე და სიგანე ნამდვილად პლასტიკური ბარათისას ჰგავს, სისქე კი მასზე გაცილებით მეტია, ამიტომ საფულეში საკრედიტო ბარათებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში იგი ვერ ჩაეტევა. ტელეფონის წონაა 38 გრამი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში მას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. CM1-ის ფუნქციების ასორტიმენტი მინიმალურია, მასში შედის კონტაქტების სიაში 500 ჩანაწერის  შესაბამისი მეხსიერება, საათი მაღვიძარით და კალკულატორი. საწყისი დონის ტელეფონისთვის მეტი არცაა საჭირო. Read the rest of this entry »

ივნ 27

არალეგალური ფობია

1969 წელს ამერიკაში,  სტონვოლის შტატის გეი ბარს თავს დაესხა პოლიცია, იმ მოტივით,რომ  მათ არ ჰქონდათ სპირტიანი სასმელების გაყიდვის ლიცენზია. აყვანისას დაფიქსირდა წინააღმდეგობის გაწევის რამდენიმე ფაქტი. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მასიურ აჯანყებაში გადაიზარდა. თავიდან 4000 კაცი გამოვიდა, დროთა განმავლობაში მანიფესტაციას უამრავიადამიანი ემატებოდა, განურჩევლად სქესის, ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის. მოკლედ, სოლიდარობის ნათელი მაგალითია, რამაც კონკრეტული შედეგები მოიტანა. Read the rest of this entry »

ივნ 24

მშობლები და შვილები

მშობლები და შვილები

დედაშვილური კავშირი
დედაშვილობა საოცარი ფენომენია. დედაშვილური კავშირი მძლეთამძლეა. როგორ მოვიქცეთ, რომ ის არასოდეს დაირღვეს? გაიხსენეთ, პატარას დაბადებისთანავე რა აზრმა გაგიელვათ გონებაში: “მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა!..” მაგრამ შეცდით, ყველაფერი ახლა იწყება! იწყება სრულიად ახალი ცხოვრება – ცხოვრება შვილთან ერთად. ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში მთავარი ამოცანაა ძუძუთი კვება. დედის რძე – ეს არის ფასდაუდებელი საჩუქარი, უნიკალური საკვები და წამალი თქვენი პატარასთვის. კვების მთავარი წესი ასეთია: ბავშვს აჭამეთ, როცა უნდა და რამდენიც უნდა. რძის სიმცირის შემთხვევაში ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა მიიწვინოთ მკერდზე, ისე, რომ ადვილად მისწვდეს ძუძუსთავს და მის ირვლივ მდებარე არეს – ორეოლას. Read the rest of this entry »

ივნ 24

როგორ ჩამოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს

ბავშვთა უმეტესობამ არ იცის იმ მასშტაბური ზიანის შესახებ, რაც “კოსმოსურ მონსტრებთან” მრავალსაათიან “ბრძოლებს” მოაქვთ. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ინტერნეტ–დამოკიდებულება. გარდა იმისა, რომ თვალებისთვის მავნეა, კომპიუტერთან ხანგრძლივად უმოძრაო პოზაში ყოფნის გამო, მოზარდში კისრის, ზურგის, ხელის მტევნების კუნთებში ტკივილი ვლინდება. დიდი ალბათობაა, რომ ბიჭები სუსტები და უძლურები გაიზარდონ, ხოლო გოგონებს ლამაზი ტანდეგობა არ ჰქონდეთ.

ბევრი მშობლის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ისინი კომპიუტერს ომს უცხადებენ. ეს ისევე არაბუნებრივია, როგორც ტელეფონთან, ტელევიზორთან და კაცობრიობის ნებისმიერ სხვა გამოგონებასთან ბრძოლა. მთავარია, იპოვოთ იმის მიზეზი, მოზარდმა ადრე საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი რატომ დაკარგა. რეალობას რატომ დაემალა და კომპიუტერს დაუმეგობრდა. თანატოლებთან ურთიერთობაში ბავშვის პრობლემებს ყურადღება დაუთმეთ. შეურაცხმყოფელი გამოთქმებით ნუ დაამცირებთ, იყავით მშვიდი, კეთილმოსურნე, მაგრამ შეუვალი. მოზარდი რაც მეტ ემოციურ სითბოს მიიღებს მშობლებისგან, მით ნაკლები საბაბი ექნება, ვირტუალური მეგობრები შეიძინოს.  Read the rest of this entry »

ივნ 23

ანი­მა­ცი­ე­ბის კი­ნო­გარ­და­სახ­ვა

იგეგ­მე­ბა “ფიფ­ქია და შვი­დი ჯუ­ჯა­სა” და “მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის” ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი

ფილ­მის მა­ყუ­რე­ბელ­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი უტყუ­ა­რი რე­ცეპ­ტი ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ის­ტო­რი­ის გა­და­ღე­ბაა, ზღაპ­რე­ბი კი ყვე­ლას წა­უ­კითხავს, ამ­რი­გად მა­თი ეკ­რა­ნი­ზა­ცია ყვე­ლა მხრივ ხელ­საყ­რე­ლია. ჰო­ლი­ვუ­დი ასეც იქ­ცე­ვა და ერ­თ­ბა­შად ორი კლა­სი­კუ­რი ზღაპ­რის, “ფიფ­ქია და შვი­დი ჯუ­ჯა­სა” და “მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის” ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, პირ­ველ ზღა­პარს კი ორი კი­ნო­ვერ­სია ექ­ნე­ბა – ტარ­სემ სინ­ჰი­სა და რუ­პერტ სან­დერ­სის და თუ ამ ორი­ვე რე­ჟი­სო­რის ფილ­მოგ­რა­ფი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ცხა­დი ხდე­ბა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რად­რე­ბას სინ­ჰის ვერ­სია უფ­რო იმ­სა­ხუ­რებს. Read the rest of this entry »