loading...

Category Archive: სხვადასხვა

ივნ 20

საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა საინფორმაციო ტექნოლოგიები და შესაბამისად გაიზარდა ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა.
ITU-ს 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 300 000 ინტერნეტ მომხმარებელია. 2009 წელს კი ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 400 000-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ს უკვე 615 980 ქართველი მომხმარებელი ჰყავს. FCC-ის კვლევების თანახმად, 2001 წელს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციას ინტერნეტით მხოლოდ 20% იღებდა, დღესდღეობით ტელევიზიების რეიტინგი ინტერნეტმა გადაფარა და ეს მაჩვენებელი 70%-ით განისაზღვრება.

ივნ 19

ფიზიკოსებმა ცოცხალი უჯრედისგან ლაზერი შექმნეს

უკანასკნელ დრომდე ლაზერული გამოსხივების წყაროებს მხოლოდ და მხოლოდ არაცოცხალი მასალებისგან ქმნიდნენ, როგორიცაა ინერტული აირები ან ნახევრადგამტარები. მაგრამ ამერიკელმა ფიზიკოსებმა მალტე გეიტერუმ (Malte Gather) და სოკ ჰიუან იუნმა (Seok Hyun Yun) მასაჩუსეტსის ფოტომედიცინის ცენტრიდან ცოცხალ უჯრედს ლაზერული გამოსხივების გენერირება “აიძულეს”. მკვლევარებმა მწვანე მანათობელი ცილები GFP გამოიყენეს, რომელიც მედუზისგანაა Aequorea Victoria გამოყოფილი. ადამიანის თირკმელების ემბრიონალურ უჯრედებს მეცნიერებმა დნმ-ის ფრაგმენტი დაუმატეს, რომელიც უჯრედს GFP ცილის სინთეზს აიძულებს. ხსნარის წვეთი, რომელშიც GFP-იანი უჯრედები შედიან, 200 მკმ ღრეჭოიან ორ სარკეს შორის მოათავსეს. უჯრედების ლუჯრი ფერის ლაზერული იმპულსებით დასხივებისას მკვლევარებმა უჯრედის მიერ მწვანე ფერის კოჰერენტული გამოსხივების გენერირებაზე დაკვირვება შესძლეს.

არსებითად, ეს მსოფლიოში პირველი ლაზერია, რომელიც ცოცხალი ორგანიზმიდანაა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ უჯრედები ასობით ლაზერული იმპულსის გამოცემის შემდგომაც ინარჩუნებდნენ სიცოცხლისუნარიანობას. მეცნიერები თვლიან, რომ ამ აღმოჩენას სამაოდ მნიშვნელოვანი გამოყენება ექნება სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მომდევნო ნაბიჯით მკვლევარები სარკეების ზომების თავად უჯრედის ზომებამდე (10-20 მკმ) შემცირებას გეგმავენ. Read the rest of this entry »

ივნ 19

რა მოხ­და ბან­გ­კოკ­ში

Hangover 2 ქარ­თულ გა­ქი­რა­ვე­ბა­ში გა­მო­ვი­და

ის, რაც ბი­ჭე­ბის წვე­უ­ლე­ბა­ზე მოხ­დე­ბა, იქ­ვე უნ­და დარ­ჩეს, თუმ­ცა არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქორ­წი­ლის წი­ნა დღეს მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ მთე­ლი მსოფ­ლიო იგებს. პირ­ვე­ლად ასე 2009 წელს მოხ­და, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა ტოდ ფი­ლიპ­ს­მა ოთხი მე­გობ­რის ბინ­ძუ­რი საც­ვ­ლე­ბი ლას ვე­გა­სის ქუ­ჩებ­ში, სა­მო­რი­ნე­ებ­ში, სტრიპ­ტიზ­კ­ლუ­ბებ­სა და იაფ­ფა­სი­ან მო­ტე­ლებ­ში გა­მო­ფი­ნა და ამ ყვე­ლა­ფერს “რა მოხ­და ვე­გას­ში” (Hangover-ს ჩვენს გა­ქი­რა­ვე­ბა­ში სწო­რედ ასე ჰქვია) უწო­და. სა­მი წლის შემ­დეგ მე­გობ­რე­ბი კი­დევ ერთ ბი­ჭე­ბის წვე­უ­ლე­ბა­ზე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, ხო­ლო რა მოხ­და ამ­ჯე­რად, ამის ნახ­ვა უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში. Read the rest of this entry »

ივნ 16

ყველაფერი კარგად იქნება!(ლექსი)

 

გაგრძელებაში იხილეთ პატრიარქის ლექსი ”ყველაფერი კარგად იქნება!”

 

Read the rest of this entry »

ივნ 15

საქართველოში პირატულობის დონე რამდენიმე წელიწადში შემცირდება

საქართველოში პირატულობის შემცირების და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების მიზნით მთელი რიგი აქტივობები ხორციელდება.
ეს პროცესი განსაკუთრებით დააჩქარა საქართველოში B.S.A.-ს შემოსვლამ, რომელიც ამ საკითხლის ლეგალურ ასპექტებს განიხილავს. ასევე სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის Microsoft-ის ქართული წარმომადგენლობა. როგორც დავით ასათიანი აცხადებს, სტატისტიკური მაჩვნებელების მიხედვით, თუ რამდენიმე მსხვილი კომპანია მოახდენს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას, პირატულობის შემცირების პროცენტული შედეგი უფრო დიდი იქნება. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ მცირე ან საშუალო კომპანიები, პროცენტული მაჩვენებელი, შესაბამისად, ნაკლები იქნება. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ორგანიზაციებმა წინ გადადგან ნაბიჯი განვითარებისკენ და დაეხმარონ ქართულ IT ბაზარს. „კონკრეტული შედეგები სახეზე იქნება რამდენიმე წელიწადში, თუმცა წინსვლა უკვე ნათელია,“ – აცხადებს Microsoft საქართველოს გენერალური მენეჯერი, დავით ასათიანი.

 

ივნ 14

რობოტი VS ადამიანი

რობოტი VS ადამიანიგამაოგნებელ ტექნოლოგიურ პროცესებს უკვე ისე შევეგუეთ, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო; თუმცა გზა, საითაც ამ პროცესებს მივყავართ, იმდენად ბუნდოვანია, რომ კაცობრიობა ჭოჭმანობს – ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი?

ანუ გამანადგურებელი ხელოვნური ინტელექტი?

ვაითუ, ადამიანმა შექმნას ისეთი რამ, რაც მასვე დაუპირისპირდება

გამაოგნებელ ტექნოლოგიურ პროცესებს უკვე ისე შევეგუეთ, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო; თუმცა გზა, საითაც ამ პროცესებს მივყავართ, იმდენად ბუნდოვანია, რომ კაცობრიობა ჭოჭმანობს – ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი? უკვე რამდენიმე წელია, ადამიანის ტვინის მოდელირება მანქანებში იგეგმება და ეს პროცესიც ჩვენ გვერდით ჩვეულებრივად მიმდინარეობს, თუნდაც მაშინ, როცა თავი კომპიუტერში გვაქვს შეყოფილი და ვერც კი ვხვდებით, რომ მასში უკვე ბლომად გვხვდება ადამიანის ტვინის მოდელირებული დეტალები; თუნდაც იმ რობოტების თავში, რომლებიც უკვე ბლინებს აცხობენ და რა “დელიკატესებს” მოამზადებენ მომავალში, კაცმა არ იცის.  Read the rest of this entry »