loading...

Category Archive: სხვადასხვა

ივნ 09

გინების სოციალური ასპექტები

დედაჩემი მასწავლიდა, რომ თუ ბიჭები შენი თანდასწრებით იგინებიან, უნდა ადგე და წამოხვიდე. არის კიდევ ერთი, შედარებით კომუნისტური გამოსავალი: უნდა აუხსნა ბიჭებს, რომ ქალის თანდასწრებით შეგინება უზრდელობაა და დაამატო, რომ არც კაცების თანდასწრებითაა მაინცდამაინც მოსაწონი საქციელი. ამ თემასთან დაკავშირებულ რჩევებს ყოველთვის ვუსმენდი, ვეთანხმებოდი_ პრაქტიკაში არასდროს გამომიყენებია.

მაგრამ ეს მაშინ იყო, როცა გინება ყურში  მხვდებოდა. ახლა აღარ მხვდება და საერთოდაც, ახლა იმას უფრო ვაქცევ ყურადღებას, რომ ვიღაც არ (!) იგინება, ვიღაც ,,ცუდ სიტყვებს” ვარსკვლავების გამოყენებით წერს და ვიღაც ძალიან სენსიტიურია უზრდელობების მიმართ.

 

ხანდახან იმ გოგოებსაც ვაწყდები, ყურზე ხელს რომ იფარებენ, როცა ვინმე შეიგინება.. ვაწყდები და ვფიქრობ ხოლმე, რომ  ამ ქალაქში არ შეიძლება ასეთი სათუთი იყო. Read the rest of this entry »

ივნ 08

როგორ გახდეთ სასურველი – გიყვარდეთ მამაკაცები!

მოსაზრება, თითქოს მამაკაცებს მხოლოდ ახალგაზრდა და ლამაზი ქალები მოსწონთ – არასწორია. ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი მაგალითია იმისა, რომ მიმზიდველ, განათლებულ, დასაქმებულ ქალებს პირადი ცხოვრება არ აქვთ. ისინი გათხოვების წინააღმდეგი არ არიან, ზოგჯერ ძალას არ იშურებენ, რომ საბედო იპოვონ, მაგრამ ბედნიერი დასასრული მაინც არ არის. ამ დროს კი შეუმჩნეველს (ზოგჯერ ნაკლის მქონეს) გარს საუკეთესო მამაკაცები აკრავს. მეორე მხრივ, ეს კარგიც არის, ვინაიდან ნიშნავს, რომ სასურველი შეიძლება ნებისმიერი ქალი იყოს.

ძველი და ახალი გამოკვლევების საფუძველზე ფსიქოლოგებმა მამაკაცის მოხიბვლის რამდენიმე რჩევა შეიმუშავეს.  Read the rest of this entry »

ივნ 07

ნიჭიერი კარდენახელმა ვანო ფიფიამ მოიგო

სულ ცოტა ხნის წინ, 7 ივნისის დილით, დასრულდა რუსთავი 2-ის პროექტი ნიჭიერი.

ფინალში მონაწილეთა შორის გამარჯვებულის გამოსავლენად 130.000-ზე მეტი ხმა შევიდა. მათ შორის 60 პროცენტი და გამარჯვება 14 წლის კარდენახელმა ვანო ფიფიამ მოიპოვა.

მარტში მის დედას, ნანა ფიფიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრი გაესაუბრა. გთავაზობთ ამ საუბარს. Read the rest of this entry »

ივნ 07

თბილისის სტომატოლოგიური კლინიკების კატალოგი

კატალოგის სანახავად შედით გაგრძელებაში  Read the rest of this entry »

ივნ 07

ნასას უკანასკნელი ხომალდი კოსმოსში

კენედის სახელობის სამეცნიერო ცენტრიდან ნასას ბოლო ხომალდი „ატლანტისი“ უკვე გამოაგორეს და ატლანტის ოკეანიდან კოსმოსში გასაშვებად მოამზადეს. ეს მაშინ მოხდა, როცა დედამიწაზე ნასას ბოლოს წინა ხომალდი „ენდოვერი“ დაეშვა. ეს აქ სპეციალური რიტუალია და აქაურების გარდა, მას ათასობით ტურისტი ადევნებს თვალს. ნასას ბოლო ხომალდი ოკეანეში ოვაციების ფონზე შეაცურეს.

ფლორიდის, ანუ როგორც მას უწოდებენ – კაშკაშა მზის შტატის ქალაქი მელბურნი უკანასკნელად არის გამაოგნებელი ხმაურის მოლოდინში. აქაურებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში გამაყრუებელი აფეთქების ხმა 278–ჯერ გაიგონეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნასას ხომალდი სანაპიროდან კოსმოსში 134-ჯერ გაუშვეს და დედამიწაზე ამდენჯერვე დააბრუნეს. Read the rest of this entry »

ივნ 07

რა საფრთხეს შეიცავს ხელოვნურად მართული ამინდი

ქალაქ ქობულეთში ზაფხულობით შესაძლოა წვიმიანმა ამინდებმა იკლოს. ამის მიზეზი არა კლიმატური ცვლილებები, არამედ სპეციალური დანადგარი შეიძლება გახდეს, რომელიც ღრუბლების გაფანტვით ამინდს დაარეგულირებს.

იდეა ამინდის მართვის შესახებ ქობულეთში ყველაზე დიდი სასტუმროს, “ჯორჯია პალასის” მფლობელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გაახმოვანა ქობულეთის ტურიზმის ასოციაციის დაარსების დღეს. თუკი იდეა განხორციელდება, ტურისტულ სეზონზე ქობულეთში წვიმიანი დღეების რაოდენობა იკლებს და დამსვენებლებსაც მეტი დრო ექნება პლაჟზე გასარუჯად.

თუმცა უღრუბლო და ხელოვნურად მართულმა ამინდმა შეიძლება მიმდებარე დასახლებები დააზარალოს, რადგან ქობულეთში გაფანტული ღრუბელი სხვა ადგილას მოიყრის თავს. “თუ ამინდი ხელოვნურად იცვლება ერთ სოფელში, რეგიონში ან ქვეყანაში, ამან შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანოს მეზობელ სოფელს, რაიონს ან ქვეყანას”, _ ამბობს ჰიდრომეტეოროლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში მუშაობს. Read the rest of this entry »