loading...

Category Archive: სხვადასხვა

მაი 12

ქალების 5 მთავარი შეცდომა მამაკაცთან საუბარისას

 

უამრავი სულელური კამათის, გულისტკენისა და წყენის თავიდან არიდება საკმაოდ ადვილია. საკმარისია, მუდამ გახსოვდეს, რომ უბრალოდ – არ ღირს მამაკაცთან ქალურ ენაზე საუბარი!

 

ჩვეულებრივ, მამაკაცთან ურთიერთობისას, ქალები არც თუ იშვიათად თავს შეგნებულად ატანენ ძალას. ცდილობენ, ისე განმარტონ სათქმელი, რომ სწორად გაუგონ. არადა, სულ ტყუილად! ამ შემთხვევაში, ძლიერთა სქესს ჩვენი, ქალური საზომით ვზომავთ, მერე კი გვიკვირს, რომ ვერაფერი გავაგებინეთ.

რატომ ხდება ასე? პასუხები ალანა და ბარბარა პიზების წიგნის “ურთიერთობათა ენა. მამაკაცი და ქალი” მიხედვით: Read the rest of this entry »

მაი 12

კოსმეტოლოგი ყვავილები

ყვავილები ბინას ამყუდროვებენ, ამასთანავე ჩვენთვის ირჯებიან: ჟანგბადს გამოყოფენ, ტოქსიკურ ნივთიერებებს შთანთქავენ. ზოგიერთი მათგანი კი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება.

სურო

კოსმეტიკაში ძირითადად გამოიყენება ფოთლები. სუროსგან მიღებული ექსტრაქტი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს, ამიტომ კოსმეტიკურ საშუალებებში უმატებენ. გარდა ამისა, მცენარე კანის უჯრედებს იცავს და აღადგენს.

ნაყენი თმის ზრდის გასაუმჯობესებლად

1 სუფრის კოვზ ფოთლებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 2 სთ გააჩერეთ, გაწურეთ. ნაყენში დასველებული ტამპონით სითხე თავის თმიან ნაწილზე, ძილის წინ შეიზილეთ. კურსი 3 კვირა, შემდეგ ერთკვირიანი შესვენება. აუცილებლობის დროს კურსი გაიმეორეთ. Read the rest of this entry »

მაი 11

ატმოსფერო და მისი გავლენა დედამიწაზე მომხდარ კატაკლიზმებზე

ატმოსფერული ცვლილებები, მისი გავლენა დედამიწაზე მიმხდარ კატაკლიზმებზე ერთ-ერთი აქტუალური თემაა გახდა მე-20 და 21-ე საუკუნეებში.

მისი აქტუალურობა კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო დროს მომხდარი დიდი მიწისძვრების შემდეგ, რამაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია და რაც სახიფათო გახდა ადამიანისა და დედამიწის არსებობისთვის.

რა გავლენა აქვს ატმოსფეროს დედამიწაზე მიმდინარე გეოფიზიკურ მოვლენებზე, რა კავშირია მათ შორის და როგორია დღეს თანამედროვე სამყაროში დედამიწის ატმოსფერო?

ატმოსფეროზე სისტემატური დაკვირვება ოპტიკური მეთოდებით მომდინარეობს 1957 წლიდან. 1957 წელი თვლება გეოფიზიკის წლად, რასაც მოჰყვა თანამგზავრების გაშვება დედამიწის გლობალური პროცესებისა და სამყაროს ცვლილებების შესასწავლად. ეს არის პერიოდი, როცა მეცნიერები მიხვდნენ, რომ საჭიროა გლობალური მიდგომა და ატმოსფეროს გლობალური შიდა პროცესების შესწავლა. აბასთუმნის ობსერვატორია და ქართული სამეცნიერო ელიტა ერთ-ერთია მსოფლიო ასტროლოგიურ საზოგადოებაში, რომელმაც დაიწყო მსგავსი კვლევები საერთაშორისო ეგიდით. Read the rest of this entry »

მაი 10

ბირთვული ენერგია – კომფორტი და საფრთხე

ბუნების შემეცნებას თან სდევს (ან მის პარალელურად მიმდინარეობს) სოციალური პროცესი, რომელიც გულისხმობს ბუნების კანონების გამოყენებას საზოგადოების ან ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

მე-18 საუკუნეში ამ პროცესს მოჰყვა ინდუსტრიული რევოლუცია, რომლის შემდეგად ადამიანთა ნაწილის ცხოვრება გახდა უფრო კომფორტული, რიგი ქვეყნების გავლენა მსოფლიოში გაიზარდა. მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ნივთიერება ასხივებს ენერგიას. მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნივთიერების ბირთვიდან შეიძლება გამოიყოს ენერგია. ბირთვული ენერგიების შესწავლამ ხელი შეუწყო ამ ენერგიის როგორც მშვიდობიანი, ისე სამხედრო მიზნებით გამოყენებას. ბირთვული ენერგია, მისი კონტროლისა და სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო, სხვა შემთხვევაში ბირთვულმა ენერგიამ შეიძლება მოიტანოს დიდი ზიანი.

ფრანგმა მეცნიერმა ანრი ბეკკერელმა, რომელიც იკვლევდა ფლოურესცენციას (ნივთიერების უნარს, გამოასხივოს მას შემდეგ, რაც თვითონ მიიღებს დასხივებას), აღმოაჩინა, რომ ურანი ტოვებს კვალს საცდელ ფირფიტაზე მაშინაც კი, როდესაც თვითონ არ განიცდის დასხივებას. ბეკკერელმა ამ გამოსხივებას ურანის სხივები უწოდა. ურანის გამოსხივების შესწავლა გააგრძელეს მარია კლადოვსკა-კიურიმ და მისმა მეუღლემ პიერ კიურიმ. მარია კიურიმ ნივთიერების თავისთავად გამოსხივების მოვლენას რადიოაქტივობა უწოდა. ნივთიერებებს, რომლებიც ხასიათდებიან თავისთავადი რადიოაქტივობით, რადიოაქტიური ნივთიერებები ეწოდება. მოვლენას, რომლის დროსაც ნივთიერება გარე გავლენის გარეშე ასხივებს, სპონტანური რადიოაქტივობა ეწოდება. ზოგიერთი ნივთიერება ამჟღავნებს რადიოაქტიურ თვისებას მაშინ, როდესაც განიცდის დასხივებას. ამ მოვლენას ხელოვნური რადიოაქტივობა ეწოდება. ურანის გარდა, მარია კიურიმ აღმოაჩინა სხვა რადიოაქტიური ნივთიერებები, მაგალითად, პოლონიუმი (ამ ნივთიერებას მარია კიურიმ თავისი სამშობლოს -პოლონეთის პატივსაცემად უწოდა პოლონიუმი). რადიოაქტივობის შესწავლისთვის პიერ და მარია კიურებმა, ანრი ბეკკერელთან ერთად, ნობელის პრემია მიიღეს. Read the rest of this entry »

მაი 09

Mind your own business _ ამერიკული ღიმილის ფორმულა : )))

“ნეტავ ამერიკაშიც ისეთი ცაა, როგორიც საქართველოში” _ პირველად 13 წლისამ იოცნება თავისუფლების ქვეყანაზე, აივანზე იდგა და მაღლა იხედებოდა. U”თვითმფრინავის ბიჭების” ტრაგედია კარგად დავიწყებული იყო, საქართველო _ საბჭოთა საზღვრებიდან თავისუფალი, თუმცა საზოგადოება, შეხედულებებითა და ღირებულებებით, კვლავ კომუნისტური იდეოლოგიის ტყვეობაში რჩებოდა. ამბობს, რომ ხალხის მიმართ პროტესტი გახდა მიზეზი საქართველოდან “გაქცევისა” და 1998 წლის ბოლოს “ოცნებაც აისრულა” _ თავისუფალ ამერიკაში ჩავიდა. იცხოვრა ათი წელი და მიუხედავად იმისა, რომ წასვლისას უკან დაბრუნებაზე არც უფიქრია, 40 წლის ასაკში მშობლიურ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დაბრუნდა. ვერ ეგუება დროში ჩარჩენილ შეხედულებებს, უსუფთაობას (ხალხში და ქუჩაში) უზრდელობას და იმას, რომ დღესაც, ისევე როგორც ათი წლის წინ “ყველა ყველას საქმეში ერევა”. “ამერიკული ოცნების” შესახებ ხათუნა გელოვანი ისაუბრებს: Read the rest of this entry »

მაი 07

4 შემთხვევა, როდესაც ექიმობანას ვერ ითამაშებ

შესაძლოა ხანდახან თავი უმნიშვნელოდ წამოგტკივდეს, ან მუცელში იგრძნო მცირედი დისკომფორტი… ყოველ ჯერზე ექიმს ნამდვილად ვერ მიმართავ. მოდი, იმ შემთხვევებზე ვისაუბროთ, როდესაც ექიმს აუცილებლად უნდა მიაკითხო.

1. თუ თავი ძლიერად დაარტყი რამეს, თუმცა შემდეგ არაფერი გაწუხებს.

შესაძლოა ტრავმის შემდეგ ოდნავ გეხვევა თავბრუ, თავი გიბრუის და ყრუდ გტკივა, მაგრამ შენ ფიქრობ, რომ ეს არაფერია – სერიოზული დაზიანება რომ მიგეღო, ტკივილი გაუსაძლისი იქნებოდა, სისხლი წამოგივიდოდა ან გრძნობას დაკარგავდი. თუ მართლა ასე ფიქრობ, ახლავე უნდა გაგაფრთხილო, რომ ცდები.

თავის ტრავმა ყოველთვის მაშინვე არ იწვევს მწვავე სიმპტომებს. ხანდახან რამდენიმე საათი ან დღეც კი გაივლის დაზიანების შემდეგ, ვიდრე რამე სერიოზულად შეგაწუხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დროს უნდა გამოირიცხოს, ტვინის შერყევა და ჰემატომაა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შენს ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. რა თქმა უნდა, იმას არ გირჩევთ, რომ ყველა შემთხვევისას, როდესაც ოდნავ მიარტყამ თავს რამეს, ექიმთან გაიქცე. დააკვირდი საკუთარ შეგრძნებებს დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. თუ ამ ხნის მანძილზე დაკარგე გრძნობა, დაგიქვეითდა მეხსიერება, გაღიზიანებული ხარ ან მხედველობის პრობლემა გაგიჩნდა, აუცილებლად უნდა მიმართო ნევროპათოლოგს. შესაძლოა, შენ ტვინის შერყევა ან ჰემატომა (სისხლჩაქცევა) გქონდეს ჩამოყალიბებული. ტვინის შერყევის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ხანდახან გულისრევაც ერთვის. ასევე საყურადღებოა თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც უბრალო ანალგეტიკით არ ყუჩდება. ნუ გადადებ, დახმარებისთვის უახლოეს მედპუნქტს მიმართე. Read the rest of this entry »