loading...

Category Archive: სხვადასხვა

მაი 07

10 არგუმენტი ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ

ახალი წელი დაიწყო და მინდა, ყველაფერი ცუდი გასულ წელს გავატანო. მინდა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდიო, იქნებ გამომივიდეს. 36 წლის ვარ. რას მირჩევთ?
გადაწყვეტილება, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოთ – უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მით უმეტეს, თქვენს ასაკში ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, წონას. ამ პერიოდში ყურადღებას მოითხოვს ჰორმონული სისტემა, კანი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, დარეგულირდეს ნივთიერებათა ცვლა და ა.შ. აი არგუმენტები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ მეტყველებს. Read the rest of this entry »

მაი 07

ღრძილების მკურნალობა —- შვება კბილებისთვის

gimili1

პაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის.
დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი — ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი. ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს. და აქ უმრავლესობა უშვებს დიდი შეცდომას: იწყებენ უფრო დაზოგვით ხეხვას, იყენებენ უფრო რბილ ჯაგრისებს, ამოკლებენ ხეხვის ხანგრძლივობას, თითქოს ეშინიათ სისხლისგან არ დაიცალონ. ამით კი უფრო მეტად ამძიმებენ მდგომარეობას. უკვე არსებული ნადები არ იწმინდება, არამედ კბილის ზედაპირზე იშლება, ემატება ახალი “პარტია” ბაქტერიების და პაროდონტის დაავადებაც ორმაგად სწრაფად იწყებს განვითარებას.  შემდეგ ჩნდება სხვა სიმპტომებიც: ღრძილების შეშუპება და სიწითლე, ქვების გაჩენა (ღრძილზედა და ღრძილქვედა). შემდეგ ჩნდება ის სიმპტომი, რომლის გამოც ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტენ ხოლმე ექიმთან ვიზიტს. ესაა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ზოგჯერ ცდილობენ თვითონ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას, იყენებენ სხვადასხვა საღეჭ რეზინს, სპრეის და სავლებებს. დარწმუნებული ვარ ბევრს არ მიუღია სასურველი შედეგი. ეს იმიტომ, რომ ყველა ეს მეთოდი არ აშორებს მთავარ მიზეზს. Read the rest of this entry »

მაი 05

რა არის კარგი?

?

(ცხოვრების სცენარები)

რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, კარგად რომ იყოს და ცუდი არ შეემთხვეს? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვი იბადება ღრმა რწმენით, რომ ცხოვრება – ბედნიერებაა. გარკვეულ ასაკამდე, მახსოვს, დარწმუნებული ვიყავი, რომ დედამიწაზე ყველაფერი ცუდი ჩემ დაბადებამდე მოხდა. (ამიტომ ჩემთვის შოკი იყო პრეზიდენტი ალიენდეს მკვლელობა).

სამოთხიდან გამოძევების ისტორია გვაუწყებს,  რომ შემეცნების ხის ნაყოფის დაგემოვნების გამო ბედნიერება დაკარგულია. Read the rest of this entry »

მაი 02

წავიდეთ აუზზე!

 

ცურვა ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი კომპონენტია. ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ეფექტური საშუალებაა კუნთების გასამაგრებლად და კალორიების დასაწვავად. თუ ივლით ცურვაზე არა შემთხვევიდან შემთხვევამდე, არამედ რეგულარულად – არანაკლებ კვირაში სამჯერ თოთო საათით, ერთ თვეში აუცილებლად მიიღებთ შესამჩნევ შედეგს:

• გაიმაგრებთ ყველა კუნთს;
• გახდებით უფრო მომხიბვლელი, შეგეცვლებათ აღნაგობა და სიარულის მანერა;
• გამოგიკეთდებათ განწყობილება, გაღიზიანდებით ძალიან იშვიათად. Read the rest of this entry »

მაი 01

სექსი და სიკვდილი

სადღაც, ექვსი წლის წინათ, როდესაც მოთხრობის “ფიდაი, ანუ ამინა 3-დან 5-მდე”-ს წერა დავიწყე, არაბი ტერორისტი ქალების სასამართლო პროცესების დაკითხვის ოქმებს გავეცანი. ბუნებრივია, ეს ის ქალები იყვნენ, რომელთაც ტერორისტული აქტის განხორციელება ვერ მოახერხეს და სტენოგრაფიულ ჩანაწერებში თითოეული მათგანი მწარედ ნანობდა ამას. ისინი საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ამქვეყნიურ უსამართლობაზე, საკუთარ მოტივაციებზე, და რაც განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა, ტერაქტისთვის მზადების პროცესზე. ისე ჩანდა, რომ სიკვდილისწინა პერიოდი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მათთვის, ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც, ვთქვათ, სასიყვარულო პაემანის ან პირველი საქორწინო ღამის მოლოდინი… ეს მაშინ ამ ქალების რელიგიური ფანატიზმითა და ექსტრემიზმით ავხსენი. მაშინ თავად აღმოსავლეთი იყო ჩემთვის ეგზოტიკა, ხოლო აღმოსავლელი ქალები ამ ეგზოტიკის ნაწილი. ეგზოტიკა კი, ხშირ შემთხევევაში, სწორედ ის საბურველი, ჩადრი, ბურქაა, რომლის უკანაც ნამდვილი სახეები და ამბები იმალება.

Read the rest of this entry »

მაი 01

სამეფო წყვილის ქორწილი

როგორც იქნა, მოხდა ის, რასაც მოუთმენლად ელოდებოდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მილიონობით ადამიანი. უელსის პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი დაქორწინდნენ. სამეფო ქორწილის  ცერემონიალს თვალს ადევნებდა,  დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი. ასეთი სანახაობა მხოლოდ დიდ ბრიტანეთს კი არა, მსოფლიოს 1981 წლიდან არ უნახავს, როცა პრინცი ჩარლზი და დიანა სპენსერი დაქორწინდნენ. Read the rest of this entry »