loading...

Category Archive: სხვადასხვა

აპრ 28

მეცამეტე ზოდიაქო და შესაძლო ცვლილებები ასტროლოგიაში

მცხეთა

ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია მეცამეტე ზოდიაქოს შესახებ, რომელსაც გველის მჭერი ეწოდება.

ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს, ბუნებრივია, გამოწვეულია იმ სიახლით, რაც შეიძლება მეცამეტე ზოდიაქოს გამოჩენამ გამოიწვიოს. ტრადიციულად, ოდითგანვე ცნობილია 12 ზოდიაქოს ნიშანი და სწორედ მას ეფუძნება ყველა ის ინფორმაცია ასტროლოგიური ინტერპრეტაციის შესახებ, რამაც ჩვენამდე მოაღწია უძველესი ცივილიზაციებიდან. მათ მიერ მოწოდებული ამ ცონდის გარეშე თანამედროვე ასტროლოგია სრულყოფილი ვერ იქნებოდა იმის გამო, რომ ცოდნა, რომელსაც თანამედროვე ასტროლოგია ეფუძნება, დამოკიდებულია ათასწლეულების განმავლობაში მიღებულ დაკვირვებასა და გამოცდილებაზე. ყველა უძველესი ასტროლოგიური “მეცნიერება” ითვალისწინებს 12 ზოდიაქოს ნიშანს, თუმცა, მეცამეტე ზოდიაქოს ანუ გველის მჭერის შესახებ ინფორმაცია უძველესი წყაროებიდან, კერძოდ, მოთოლოგიიდან მოდის და ის ცნობილი იყო ყველა ასტროლოგიური სკოლისთვის. მას საინტერესო მოთოლოგიური ისტორია აქვს, რაც პრომეთეს, იგივე ამირანის მითს მოგვაგონებს.

ის არის ცის ეკვატორის ირგვლივ განთავსებული თანავარსკვლავედი. მისი სახელი მოდის ბერძნული სახელიდან “ოპიუქუსი”, რაც გველის მატარებელს ნიშნავს და, როგორც წესი, ასე გამოისახებოდა: მამაკაცს ხელში უჭირავს გველი, რაც თავისთავად გველის თანავარსკვლავედს განასახიერებს. პირველად მას მოიხსენიებს ბერძენი პოეტი არატუსი ძვ. წ.-ით IV საუკუნეში. რომაული მითოგრაფიის მიხედვით, ფიგურა გამოსახავს მკურნალ ასკლეპიოსს, რომელმაც შეიცნო სიკვდილისგან ხსნის საიდუმლო წამალი, როცა აკვირდებოდა მკურნალი ბალახების მჭამელ გველს. იმისთვის, რომ ასკლეპიოსის აღმოჩენის შედეგად ადამიანი არ გამხდარიყო უკვდავი, ზევსმა მოკლა იგი შეისრული ელვით, თუმცა მოგვიანებით, მისი საქმიანობის პატივისცემის ნიშნად, მისი პორტრეტი მოათავსა სამოთხეში. შუა საუკუნეების ისლამურ ასტრონომიაში თანავარსკვლავედი ცნობილი იყო გველის მომხიბვლელის სახელით (the snake-charmer). ადრეულ რენესანსის პერიოდში ის გამოსახული იყო მორიელთან ერთად, რომელიც მას თითქოს კბენით ემუქრებოდა. ეს ფაქტორი მოგვიანებით გამოყენებული იყო ბიბლიაში – ღმერთის მიერ ედემის ბაღში გველისთვის წარმოთქმულ სიტყვებში. Read the rest of this entry »

აპრ 27

რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?

qva1

არასწორი ან არასაკმარისი ხეხვის გამო პირის ღრუში დარჩენილი საჭმლის ნარჩენები, ხშირად გროვდება კბილის ყელთან ან კბილებს შორის. დროთა განმავობაში კი  რბილ ნადებად ანუ კბილის ბალთად გადაიქცევა. როგორც ხელსაყრელ გარემოში, მასში “სახლდებიან” მიკრობები, რომელიც ისედაც მრავლადაა პირის ღრუში. მათი აქტივობის შედეგად ხდება რბილი ნადების მინერალიზაცია გარემოდან, უპირველეს ყოვლისა კი ნერწყვიდან. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ ქვების წარმოქმნის ინტენსივობის ერთერთი განმსაზღვრელი ნერწყვის მინერალური შემადგენლობაა. ასევე ჩემი დაკვირვებით, ინტენსივობა მაღალია იმ პირებში, ვინც დიდი რაოდენობით სვამს მინერალურ წყალს. რადგან ნერწყვზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ნერწყვის სიბლანტე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მასზეა დამოკიდებული საკვების ნარჩენების “ჩამორეცხვა” კბილის ზედაპირიდან. ბლანტი ნერწყვის შემთხვევაში ეს პროცესი გაძნელებულია.

Read the rest of this entry »

აპრ 25

რა არის უნიფიცირებული კომუნიკაციის (UC) სისტემა

უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემა აერთიანებს სატელეფონო კავშირს, აუდიო კონფერენციას, ელექტრონულ და ხმოვან ფოსტას, ფაქსს, ვიდეო კონფერენციის სისტემას, მყისიერი ტექსტური შეტყობინებების სერვისს, ხელმისაწვდომობის სტატუსის მაჩვენებელ სისტემას (Presence), კალენდარს, კონტაქტების სერვისებს, მობილური კავშირის საშუალებებს და ბიზნეს პროცესების მართვის გარკვეულ აპლიკაციებს. UC სისტემა საშუალებას იძლევა ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი დამოუკიდებელი სისტემები კომუნიკაციის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემად გაერთიანდეს. ტექნოლოგიების ინტეგრაციის ასეთი მიდგომა ორგანიზაციის კლიენტებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და კორპორატიულ რესურსებთან მუდმივი კავშირის შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან. განსხვავებით ცალკე მდგომი სისტემებისგან, უნიფიცირებული კომუნიკაციის სისტემას დამატებით შეუძლია გაამარტივოს დაკავშირება და გაზარდოს ეფექტიანობა, კავშირის მომენტისთვის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის გამოყენების გზით; უფრო ეფექტურად გამოიყენოს თანამშრომლების დრო სამუშაოს მეტად ხარისხიანი კოორდინაციის შედეგად, რასაც განაპირობებს მათი განრიგისა თუ ხელმისაწვდომობის ცოდნა და მყისიერი კავშირის შესაძლებლობა; შეამციროს კომუნიკაციების ღირებულება ისეთი მეთოდებით, როგორებიცაა ტრანსპორტირების ღირებულების შემცირება, საკომუნიკაციო სისტემების კომპონენტების რაოდენობის შემცირება, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების ღირებულების შემცირება და ა.შ. Read the rest of this entry »

აპრ 23

გაზაფხული მცენარეების გადარგვის დროა

უვლის ქოთნის ყვავილებს, სახლში თითქმის 100–ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ქოთნის ყვავილი აქვს, ფიქრობს, რომ გაზაფხული – ის პერიოდია, როცა მცენარეებს გადარგვა და სათუთად მოვლა სჭირდება. ალბათ, მათ, ვისაც საკუთარი ქოთნის ყვავილების ბედი აწუხებთ, სწორედ მეყვავილე – ნინი კიკნაძის რჩევები გაითვალისწინონ. როგორ უნდა გადაირგას ოთახის მცენარე, რა პროცედურები უნდა ჩავატაროთ ამ დროს და როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს, ამასთან დაკავშირებით “გუმბათი” ნინის ესაუბრა და მკითხველებისთვის რჩევები ჩაიწერა.

– როგორ მოვუაროთ მცენარეებს გაზაფხულზე?

– გაზაფხული მცენარეებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგანაც მთავრდება ზამთარი და იწყება გაზაფხული. მზის ნათება უფრო შესამჩნევი ხდება, როგორც ჩვენთვის, ასევე მცენარეებისთვის. ყველა მცენარეს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, ამიტომ ასე საზოგადოდ ვერ ვიტყვით, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამა თუ იმ მცენარეს. ეს მის სახეობაზეა დამოკიდებული. რამდენიმე რჩევის მოცემა ნამდვილად შემიძლია, რადგანაც ყველა მცენარეს გაზაფხულზე გადარგვა და გაკრეჭვა სჭირდება.  Read the rest of this entry »

აპრ 22

ჯანრთელობისათვის მავნე ჩვევები

ილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის. “თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია” – ასეთი განაჩენი გამოუტანა თამბაქოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იშვიათად ხდება, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ასეთი ერთსულოვანნი იყვნენ რაიმე მავნე ჩვევის შეფასებაში.

უკანასკნელ ათწლეულში სიგარეტის ყოველწლიური მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა 1,4%-ით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა 1.7%-ით.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო ქალებში – რვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.

1995 წელს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა სამი მილიონი მწეველი, ანუ ყოველ ათ წამში ერთი მწეველი. პროგნოზით ნავარაუდებია, რომ 2005 წლისათვის ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება ათ მილიონი, ანუ ყოველ ოთხ წამში ერთი მწეველი. Read the rest of this entry »

აპრ 19

როგორ დავიბრუნოთ ახალგაზრდობა?

– ბოლო დროს ძალიან მოიმატა იმ ქალებისა თუ მამაკაცების რიცხვმა, რომელთაც თავიანთი გარეგნობის შეცვლა სურთ. ახალგაზრდა და მოვლილი სხეული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების საწინდარია. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

– ახალგაზრდული გარეგნობის დაბრუნება შესაძლებელია, უწინარეს ყოვლისა, ფეისლიფტინგის საშუალებით. ეს ტერმინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც სახის კანის აწევა. მას, იმისდა მიხედვით, თუ როდის მოგვმართავს ადამიანი, ორი მიმართულება და ორნაირი შედეგი აქვს: 20-25 წლის ასაკში – “რა კარგად გამოიყურები!”, 40-45 წლის შემდეგ – “როგორ გაახალგაზრდავდი!” Read the rest of this entry »