loading...

Category Archive: სხვადასხვა

აპრ 18

სეზონის ჰიტი – მაკიაჟი თინეიჯერებისთვის

შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს (განსაკუთრებით – უფროს თაობას), მაგრამ წელს მოდაშია მაკიაჟი, რომელიც ერთმანეთთან, ცოტა არ იყოს, შეუსაბამო ფერებისგან შედგება. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ და, უნდა გამოვტყდეთ, რომ მოდას, უბრალოდ, ფეხდაფეხ მივდევთ, თორემ მისი ნამდვილად არ გვესმის…

მაშ, ასე: თინეიჯერებო! მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას, მაგრამ, ძალიანაც ნუ გადაამლაშებთ – თამამი ექსპერიმენტის მიზანი ხომ ისაა, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ, და არა თუთიყუშებს დაემსგავსოთ…

ექსპერიმენტი პირველი – „ცისფერი ლაჟვარდი“

თვალის ცისფერი „ჩრდილი“ განსაკუთრებით ეფექტურად თეთრ-პერლამუტრისფერ „ჩრდილთან“ კონტექსტში გამოიყურება: თვალების ზედა ქუთუთოებზე გაიკეთეთ ცისფერი „ჩრდილის“ „ბაზა“, წარბების ქვეშ კი თხლად გადაისვით თეთრი „ჩრდილი“. რუჟი და ტუჩის საცხი ერთი ტონალობის, მაგრამ, სხვადასხვა სიმუქის უნდა იყოს (რუჟი – უფრო ბაცი, პომადა – ოდნავ მუქი), სასურველია მუქი ვარდისფერი. Read the rest of this entry »

აპრ 18

გამოუსწორებელი პესიმისტების დაავადება

 

ზოგიერთი დაავადება ხასიათს ცვლის, ზოგჯერ კი პირიქით ― ხასიათი უწყობს ხელს დაავადების ჩამოყალიბებას. სენი, რომელზეც  საუბარს ვაპირებთ, უმთავრესად მელანქოლიკებისა და პესიმისტების ხვედრია.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავადმყოფობის ისტორიებში შეხვდებოდით აბრევიატურებს ნცდ ან ვსდ. არადა გაშიფრულიც არანაკლებ გაუგებარია. პირველი ნეიროცირკულატორულ დისტონიას ნიშნავს, მეორე ― ვეგეტოსისხლძარღვოვანს, უფრო მოკლედ ― ვეგეტოდისტონიას. თუმცა ავბედითად მხოლოდ სახელი ჟღერს, დიაგნოზი კი არც ისე საშინელია. ყველაფერი ბევრად უფრო ნათელი გახდება, თუ ვიტყვით, რომ საბჭოთა სკოლა ამ მდგომარეობას ვეგეტონევროზს უწოდებდა. შემდეგ ალბათ გაითვალისწინეს ავადმყოფების სურვილი, მათ მდგომარეობას სერიოზული სახელი რქმეოდა და ახალი სახელწოდება შემოიღეს. თუ ამ სახელს ქართულად ვთარგმნით, ხელში შეგვრჩება სისხლძარღვების ტონუსის ცვალებადობა ― მათ კედლებში მოთავსებული გლუვი კუნთების თვითნებობა, რომლებიც მაკონტროლებელმა ანუ ვეგეტატიურმა ნერვულმა სისტემამ ნებაზე მიუშვა ანდა პირიქით ― უაზრო ბრძანებებს აძლევს. Read the rest of this entry »

აპრ 17

ჩიანგ მაი – ჯუნგლებში სპილოზე ამხედრებული

ტაილანდის ჩრდილოეთით, ბანგ კოკიდან 700 კილომეტრში, მდებარეობს ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი და მსოფლიოში განთქმული ჩიანგ მაი. ეს მხარე ძირეულად განსხვავდება გადატვირთული ბანგ კოკისა და ქვეყნის სხვა პოპულარული კურორტებისგან. რეგიონი თავისი სილამაზით განუმეორებელია, ამიტომ ნამდვილად იმსახურებს ტურისტთა ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ჩიანგ მაი მალე იუნესკო–ში მსოფლიოში ყველაზე კრეატიული ქალაქის სახელწოდებით შევა.

კლიმატი

ჩიანგ მაის კლიმატი ტროპიკულია. ქალაქში ძირითადად ორი სეზონია – წვიმიანი და მშრალი. წვიმები ივნისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გასტანს. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. მშრალი სეზონი თებერვლიდან მაისის ბოლომდეა. აპრილი და მაისი წლის ყველაზე ცხელი თვეებია. ამ დროს ტემპერატურა 50 გრადუსამდეც ადის. ტურისტული სეზონისთვის ყველაზე სასურველი დრო ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდეა, როდესაც ქარი არ ქრის და ტენიანობაც დაბალია.  Read the rest of this entry »

აპრ 16

თაბორი (მთა)

ფაილი:Mount Tabor4.jpg

თაბორი (ებრ. הר תבור, თავორო) — 588 მ სიმაღლის ცალკე მდგომი მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეიაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში.

ქრისტიანობაში ტრადიცილიულად მიიჩნევა ფერისცვალების ადგილად. მთის თავზე არსებობს ორი მონასტერი, მართლმადიდებლური და კათოლიკური. Read the rest of this entry »

აპრ 13

თეთრი და შავი შური

რაც არ უნდა უცნაური იყოს, შური ამა თუ იმ დოზით ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს. ხვეულთმიანი გოგონა, რომელსაც ყოველ დილით ურჩი თმის დალაგება უჭირს, შენატრის თავის დაქალს, რომელსაც სწორი და დავარდნილი თმები აქვს. მძღოლს, რომელსაც ბორბალი გაუსკდა, შურს გვერდით მიმავალი მანქანების მძღოლების. მას, ვინც დაწინაურება ვერ მოახერხა, შურს კოლეგის, რომელიც დააწინაურეს. სტუდენტს, რომელსაც “ცუდი” ბილეთი შეხვდა, შურს ბედნიერის – “კარგი” ბილეთით. ვერ დაასახელებთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია შურის გრძნობა, თუ იგი ჩვილი არ არის.

განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგიერთ ადამიანს შური უფრო მეტად ახასიათებს, ვიდრე სხვებს. ვიღაცას ისე ხშირად შურს, რომ ეს სახეზე ემჩნევა, და მასთან შეუძლებელი და უსიამოვნი ხდება ურთიერთობა. ხოლო ზოგიერთი მოხერხებულად მალავს თავის შურს. საზოგადოება შურს არ ამართლებს. ეს მოშურნემაც იცის, მაგრამ ამ ორი რამის ცოდნით უფრო უჭირს ცხოვრება.
Read the rest of this entry »

აპრ 12

აზროვნების დონეები

ფაილი:Bloomistaxonomia.jpg

აზროვნების დონეები — პედაგოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ბ. ბლუმის (1913—1999) თეორიის მიხედვით, გამოყოფენ აზროვნების შემდეგ დონეებს: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება.

აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი — აზროვნების ზედა დონეში. Read the rest of this entry »