ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობის გაზრდისა თუ შემცირებისთვის, თურმე მძღოლის ფსიქოტიპი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილა. აგრესიული მართვა სახიფათო ქცევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენსავე თუ სხვის ჯანმრთელობასა და საკუთრებას. ამ საკითხზე თურმე ტომებია დაწერილი, ამერიკის ავტომომოტორისტთა ასოციაციის გზების უსაფრთხოების ფონდმა კი აგრესიული მძღოლების გამოსავლენად სპეციალური ტესტი შეიმუშავა. ამ ტესტსაც და საკუთარ თავთან სამუშაო სავარჯიშოებსაც აქვე გთავაზობთ.
თითოეულ კითხვას პასუხის ოთხი ვარიანტი აქვს: ყოველთვის, ხშირად, ხანდახან და არასოდეს. პირველ შემთხვევაში 3 ქულა დაიწერეთ, მეორეში – 2, მესამეში – 1, ხოლო მეოთხეში – 0. თითოეული კატეგორიისთვის ქულების ჯამი ცალკე გამოიყვანეთ.