loading...

Category Archive: სხვადასხვა

აპრ 05

ხილის მნიშვნელობა მხედველობისათვის

ხილის რეგულარული გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ თვალების «ასაკობრივი» დაავადება, რომელმაც შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბოსტონის (აშშ) ქალთა ჰოსპიტლის მკვლევარები.
მათი მონაცემებით, ადამიანებში, რომლებიც ღებულობენ С და E ვიტამინების შემცველ ხილს საკმაო რაოდენობით, ასაკობრივი მაკულოპათია (თვალის ბადურას დეგენერაციული დაავადება) ვითარდება 35%-ით იშვიათად იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც გამორჩეულად ამჯობინებენ ხორცსა და რძის პროდუქტებს. ამასთან რაც უფრო მეტია «სწორი საკვები» ადამიანის დღიურ რაციონში, მით მეტია სიბრმავის თავიდან აცილების შანსი.

აპრ 05

როგორ გავკაჟდეთ

წყლის პროცედურები
კლასიკურ და ხალხურ მედიცინას ორგანიზმის გაკაჟების არაერთი საინტერესო რეცეპტი მოეპოვება. წყალი რომ გამაჯანსაღებელი პროცედურების აუცილებელი კომპონენტია, ესეც საყოველთაოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ გაკაჟება ტერფებიდან იწყება. ტერფების (ზოგადად, ფეხების) გაკაჟებისას მთელი ორგანიზმი იწრთობა, იმუნიტეტი ძლიერდება.
უმჯობესია, გაკაჟება ზაფხულში დაიწყოთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ორგანიზმის წრთობის დაწყება წელიწადის ცივ პერიოდში მოგიწიათ, არც ეს არის საშიში, მთავარია, პროცედურები დოზირებულად ჩაიტაროთ, გაკაჟების ზოგიერთ მეთოდს მეტი დრო დაუთმოთ, ზოგიერთი კი, თქვენი ორგანიზმის მდგომარეობისა და ინდივიდუალურ ფაქტორთა გათვალისწინებით, გაზაფხულისთვის გადადოთ, მთავარია მოინდომოთ, განეწყოთ, ვარჯიშისა და გაკაჟების მნიშვნელობა გააცნობიეროთ და ბოლოს და ბოლოს, დაიწყოთ!
ფეხის აბაზანები მხოლოდ ორგანიზმის გაკაჟებას კი არ უწყობს ხელს, სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება.
ცივი აბაზანა შესანიშნავია უძილობის დროს. ამ პროცედურას მაშინაც მიმართავენ, როცა სურთ, სისხლი ქვედა კიდურებიდან თავისა და გულმკერდისკენ გადაანაწილონ. ფეხების ცივი აბაზანა ჩინებული გამაჯანსაღებელი და გამაგრილებელი საშუალებაა. ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, ის დღეში რამდენიმეჯერაც კი ჩაიტაროს. თუ ცივ წყალს შეჩვეული არ ხართ, გაკაჟება ზაფხულში დაიწყეთ. ფეხები დღეში რამდენიმეჯერ დაიბანეთ ცივი წყლით. ჯერ მხოლოდ გადაივლეთ, შემდეგ ტერფები უფრო და უფრო მეტხანს გააჩერეთ ცივი ნაკადის ქვეშ, ბოლოს კი აბაზანებზე გადადით: ტაშტში იმდენი ცივი წყალი ჩაასხით, რომ შუა წვივებამდე მოგწვდეთ და 3-4 წუთით შიგ ჩადექით. Read the rest of this entry »

აპრ 04

თმის მოვლა

როგორ გამოვიყენოთ ლუდი, თმისთვის სასარგებლო რომ იყოს? თმის მოვლისა და გაჯანსაღებისათვის კიდევ რას გვირჩევთ?

მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ლუდის ხარშვა დაიწყო, ამ საუცხოო სითხის არაერთი სამკურნალო თვისება იქნა აღმოჩენილი და გამოკვლევებით დადასტურებული. ლუდს ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მისი ორთქლი და აბაზანები მეტად სასარგებლოა არა მხოლოდ კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. თუ გაძლიერებული ოფლდენა გაწუხებთ, თბილ წყალს 2 ლიტრი ლუდი დაამატეთ და ასეთ აბაზანაში 15-20 წუთით ჩაწექით. აბანოში გავარვარებულ ქვებს ლუდს ასხამენ – მისი ორთქლი კანს ხავერდოვნებას სძენს. ლუდით თმის დახვევა ვარცხნილობის ფიქსაციის ძველისძველი და, რაც მთავარია, ყველაზე “ეკოლოგიური” მეთოდია.

დღეს ლუდის საფუძველზე არაერთი შამპუნი და თმის კონდიციონერი მზადდება. ლუდის შეზელა, გარდა იმისა, რომ თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ელასტიკურობას ანიჭებს, ხელს უშლის ცვენას. ამ მიზნით თბილი ლუდი კვირაში ორჯერ უნდა შეიზილოთ თმის ძირებში. ინტენსიური მასაჟის შემდეგ სასურველია თმა მთლიანად გაიჟღინთოს ლუდით, 20-25 წუთის შემდეგ კი თავზე თბილი წყალი უნდა გადაივლოთ. თავის დაბანის შემდეგ ლუდის გადავლება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ქერტლი აწუხებს. ლუდში შემავალი კომპონენტები კვებავენ თმის ძირებს, ღერებს, თავის კანს, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას, აჯანსაღებენ თმას, საოცარ ბზინვარებასა და ხიბლს სძენენ მას. Read the rest of this entry »

აპრ 04

სიყვარული – ათასი ავადმყოფობის წამალი

როგორც ექიმები ირწმუნებიან, თანამედროვე ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესებას, უპირველეს ყოვლისა, დაძაბული თანამედროვე ცხოვრება და სტრესებით აღსავსე ყოველდღიურობა იწვევს. ამის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება კი ჯერჯერობით ადამიანის ძალებს აღემატება.

და მაინც, ფრანგი მეცნიერები, რომლებმაც დაწვრილებით შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, ამტკიცებენ, რომ ათასი დაავადების წამალი… სიყვარული და მისით ტკბობაა. Read the rest of this entry »

აპრ 04

საინტერესო საიტი: imo.im


ახლახანს აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო და გმაოსადეგი საიტი https://imo.im/ სადაც თქვენ შეგეძლებათ სკაიპში შეხვიდეთ სკაიპის კლიენტის გარეშე ვებ გვერდზე და იმესიჯოთ ჩვეულებრივად. :)

აპრ 03

ცნობარი

გაგრძელებაში იხილეთ ცნობარი. Read the rest of this entry »