loading...

Category Archive: სხვადასხვა

აპრ 03

“ჟამი ნადირთა” ანუ ნადირობა საქართველოში

ძველ ქართულ წერილობით ძეგლებს საინტერესო და საყურადღებო ცნობები დაუცავთ ნადირობის შესახებ. თუმცა ამ ცნობებში სრულყოფილად არ ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობდა ნადირობა, რა საშუალებებსა და მეთოდებს მიმართავდნენ, რაზე ნადირობდნენ უპირატესად და წელიწადის რომელ დროს. ასეთი ცნობები მხოლოდ ცოცხალი ეთნოგრაფიული გარემოს პირობებში შეიძლება შეიკრიბოს.
ნადირობას, გარდა სამეურნეო დანიშნულებისა და გართობისა, სამხედრო წვრთნის, მოლაშქრეთა სამხედრო ვარჯიშის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, ნადირობას “მარტო კერძო გართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო”.
ნადირობის ფაქტი დასტურდება უძველეს ქართულ ლიტერატურულ ძეგლში, იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამებაში”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარსქენ პიტიახმა ნაცემ-ნაგვემი შუშანიკი მსახურების ამარა დააგდო “და თვით ნადირობად წარვიდა”. აქ ჩანს, რომ პიტიახში სანადიროდ უფრო გულის მოსაოხებლად, არეული საოჯახო საქმეებისგან თავის გასარიდებლად მიემართება და ამ შემთხვევაში მისი წასვლა სანადიროდ თითქოს არ იყო გამოწვეული სამეურნეო-ეკონომიკური აუცილებლობით. საერთოდ კი შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს ნადირობა მხოლოდ გართობისა და დროის ტარების მიზნით იმართებოდა- მას უდავოდ გააჩნდა ეკონომიკური საფუძვლები და საკვების მოპოვების ერთ-ერთ, დამხმარე საშუალებასა და წყაროს წარმოადგენდა. Read the rest of this entry »

აპრ 01

”ბილაინმა” ბაზარზე ახალი მობილური ტელეფონი შემოიტანა

მობილურმა კომპანია ”ბილაინმა” ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი მობილური ტელეფონი შემოიტანა. ტელეფონი, რომელიც განკუთვნილია ქალბატონებისთვის, აღჭურვილია Qwerty კლავიატურით, 2 მეგაპიქსელიანი კამერით და ვებ კამერით, Opera Mini 4 ბრაუზერით, Facebook-ის და Twitter-ის აპლიკაციებით, MP3, რადიო და მაღვიძარათი. რაც შეეხება ტელეფონის დიზაინს, წარმოდგენილია ორი მოდელი, ვარდისფერი და ნაცრისფერი. ქალბატონებს ”ბილაინის” ახალი მობილური ტელეფონის შეძენა კომპანიის აბონენტთა მომსახურების ოფისებში უკვე შეუძლიათ და მისი ღირებულება 160 ლარია.
Read the rest of this entry »

აპრ 01

ახალი საქალაქთაშორისო კოდები

ახალი საქალაქთაშორისო კოდები ცნობილია, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კომპანია „სილქნეტიდან“ აცნობეს. გთავაზობთ „სილქნეტის“ განცხადებს უცვლელად.
საქართველოს მთავრობამ დაადგინა ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება, რომლის მიხედვითაც ახალ სისტემაზე გადასვლის ორგანიზაციულ–ტექნიკური გეგმაა გაწერილი.
2011 წლის განმავლობაში შეიცვლება: საქალაქთაშორისო კოდები, სააბონენტო ნომრების სიგრძე და ფორმატი; აკრეფვის წესები და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო პრეფიქსები. Read the rest of this entry »

მარ 31

გოგო თუ ბიჭი?

საკმარისია, ცოლ-ქმარმა შეიტყოს, რომ უახლოეს ცხრა თვეში მშობლები გახდებიან, იწყება დაუსრულებელი მსჯელობა და ვარაუდი მომავალი პატარას სქესის თაობაზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფანტაზიას დიდ გასაქანს ვერ მისცემ; რამდენიც არ უნდა იმსჯელონ მომავალმა მშობლებმა, შედეგს ვერსად გაექცევი – პატარა ან გოგო იქნება, ან ბიჭი.

მიუხედავად ამისა, მომავალი მშობლები ინტერესის დაკმაყოფილებას გაცილებით ადრე ცდილობენ… ყველაზე საინტერესო ის არის, როდის ხდება სქესის ფორმირება. ამას თავადაც მიხვდებით, თუკი განაყოფიერების შესახებ მცირე ინფორმაციას გადაავლებთ თვალს. Read the rest of this entry »

მარ 31

ინფორმაციის დამალვის ხელოვნება Windows-ში

მათ ვისაც ხშირი ურთიეთობა აქვს კომპიუტერთან, ყოველთვის უჩნდება ასეთი კითხვა – როგორ/სად დავმალო ფაილი? ეს სტატია სწორედ ამ საკითხს ეხება, ანუ როგორ დავმალოთ და დავიცვათ პირადი ინფორმაცია ყოველგვარი სპეც პროგრამებისა და პირადი დაცვის აყვანის გარეშე :-) ამ საქმისთვის უამრავი მარტივი თუ რთული საშუალება არსებობს, მაგალითად მარტივია ეს: აიღეთ ფაილი და გადააკოპირეთ საქაღალდეში C:\Windows\System32 კაციშვილი ვერ იპოვის მას (ვერც ქალიშვილი :-) თუ რა თქმა უნდა ძალიან კარგად არ ერკვევა Windows-ის შემადგენელ ფაილებში და კომპონენტებში. ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ რამოდენიმე მეთოდს, რომლებიც უფრო მარტივია მოქმედებაში და დიდ თავისმტვრევას არ მოითხოვს (თუმცა ასეთი მეთოდით დამალული ფაილების მოძიება არც თუ ისე ადვილია!) Read the rest of this entry »

მარ 31

უმი და მოხარშული ბოსტნეული

დიეტოლოგიის ნებისმიერ წიგნში შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ უმი ბოსტნეული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია. აღმოჩნდა, რომ მაგ., მოხარშული სტაფილოდან ჩვენ ვითვისებთ 5-ჯერ მეტ კაროტინოიდებს, ვიდრე უმიდან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისელი მეცნიერები საკვების კვლევის ინსტიტუტიდან.

საქმე იმაშია, რომ ხარშვის დროს სტაფილოს უჯრედების კედლები (ასევე ბევრი სხვა ბოსტნეულისაც) რბილდება, რაც ხელს უწყობს შეთვისებას. მაგ. ბროკოლისა და ისპანახისაგან კულინარული დამუშავების შემდეგ ადამიანი იღებს კაროტინოიდების 10-30%-ს, ხოლო უმისაგან მხოლოდ – 2-3%-ს. უმი ბოსტნეულის ორთოდოქსი მოყვარულები, რა თქმა უნდა, შეგვეწინააღმდეგებიან და იტყვიან, რომ თერმული დამუშავების დროს ვიტამინები იკარგება. სინამდვილეში, ვიტამინების ნაწილი მართლაც იკარგება მაგრამ, სამაგიეროდ, დარჩენილი ვიტამინების შეთვისება გაცილებით უკეთ ხორციელდება, ვიდრე უმი ბოსტნეულის შემთხვევაში