loading...

Category Archive: სხვადასხვა

თებ 15

კანცეროგენული ბოთლი

კარგი გამოგონებაა ბლოგი. წერის და გაზიარების სურვილს ბადებს. არ ააქვს მნიშვნელობა რისთვის წერ. ბოლგში დაპოსტილი სიტყვები უკაცრიელი კუნძულიდან გადაგდებულ წერილიან მინის ბოთლს გავს– ვინ იპოვის, ვინ წაიკითხავს, ვინ აღმოაჩენს ვერ განსაზღვრავ. წერ და იცი ვინმე მაინც წაიკითხავს. ვინმე გაიგებს ან ვერ გაიგებს და მოისვრის სადმე შორს, მაგრამ ნაწერი საკუთარ კვალს მის ცნობიერებაში მაინც ტოვებს. შეიძლება 100 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც ამოუტივტივდება რომელიმე უაზრო ფრაზა შენი ნაცოდვილარიდან და რაიმე ემოციას გამოიწვევს. კარგს ან ცუდს. შეიძლება გამოსავლის პოვნაშიც კი დაეხმაროს ან ახალი აზრის ჩამოყალიბებაში და მერე ამ მპოვნელმა მისდაუნებურად გენიალური თხზულება დაწეროს. თხზულება, რომელსაც მთელი კაცობრიობა ზეპირად ისწავლის და არავის ეცოდინება, რომ იმ ერთმა იდიოტურმა ფრაზამ გამოიწვია ემოცია ,რომელიც ასევე მისდაუნებურად შედევრის მშობელი გახდა. Read the rest of this entry »

თებ 14

რაზე ოცნებობენ ქალები სამსახურში ყოფნის დროს

7 მლნ ქალბატონის გამოკითხვამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამოარკვია, თუ რაზე ოცნებობენ ქალები. შოტლანდიელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ 30%-ზე მეტი ქალი სამუშაო დღის მანძილზე შოკოლადზე ოცნებობს. მეორე ადგილი ქალის სურვილებს შორის სექსმა დაიკავა. სექსის სასარგებლოდ ხმა ქალების 20%-მა მისცა. Read the rest of this entry »

თებ 14

ფარისევლობა და მლიქვნელობა

ნიღაბიფარისევლობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა. ფარისეველი ადამიანი სათნოებას შეურაცხყოფს და თავისი საქციელით იმ პიროვნებებსაც აბრკოლებს, რომელთაც გულწრფელად სურთ, უფლისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ და მართლმადიდებლური წესების აღსრულებით იცხოვრონ. დღეს ეკლესიაში ბევრი მოდის გამო დადის. სხვების დასანახად მარხულობს, აღსარებასაც ვალდებულებისა თუ რაღაც მოვალეობის გამო აბარებს და ისე ეზიარება, რომ იმ მადლის სულ მცირედსაც ვერ განიცდის, რასაც ამ წმინდა საიდუმლოში მონაწილე გულწრფელი სინანულის მქონე და შეძლებისდაგვარად ღირსეულად მზიარებელი იღებს. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ უმთავრესი – ღვთისმოშიშებასთან შერწყმული სიყვარული უფლისადმი და ვერც იმას ხვდებიან, რომ თავიანთი ქმედებით სულს წარიწყმედენ და სასუფეველში დაბრუნების უფლებას სამუდამოდ კარგავენ. Read the rest of this entry »

თებ 13

ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?


ძველი ბერძნები ლამაზ ქალს ცხენს ადარებდნენ. აღმოსავლეთის ქვეყნებში სილამაზის ნიშნად ითვლებოდა პატარა, დეფორმირებული ტერფები .ძველი ეგვიპტელი ქალები კი ცდილობდნენ წერწეტა, მოქნილი პაპირუსის ღეროს დამსგავსებოდნენ. Read the rest of this entry »

თებ 13

ბლოგოსფერო „ქართულ სფეროში“

შენი კუთხე ინტერნეტში

ბლოგიპირადი დღიური, მეგობრების დღიური თითქმის ყველა ახალგაზრდის განუყოფელი ნივთი იყო. 1994 წელს კი შეიქმნა ონლაინ – დღიური, დღეს უკვე ეწ. ბლოგი, რომელმაც წინამორბედები ჩაანაცვლა და მსოფლიო ქსელს – ინტერნეტს დაუკავშირა. Read the rest of this entry »

თებ 12

ვალენტინობის დღე!


ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია Read the rest of this entry »