loading...

Category Archive: ხელოვნება

აპრ 22

ოდნავ სევდიანი ღიმილი

სიტყვები უმისამართოდ დაბორიალობენ გარშემო. მრავლად არიან, ხატოვანიც, სევდიანიც, ზეაწეულიც, მეტყველიც, ასეთიც, ისეთიც…

აი ზუსტად მორგებული კი ვერ ვიპოვე. ჯერ რომ არასდროს ყოფილა, ისე მიჭირს იმ სიტყვების მოძებნა ერთდროულად ტკივილს, მონატრებას, დანანებას, სიცარიელეს და კვლავ მონატრებას რომ გამოხატავენ. ორი წლის წინ ნიკო გომელაურმა უკანასკნელად ამოისუნთქა და ქალაქს “ჩანაწერებში” გაბნეული ღიმილი დაუტოვა. ხშირად მომისმენია ამბობდნენ, ის არ მომკვდარაო, კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებშიო. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას და ოდნავ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ნიკო არ… ვერც კი ვწერ ამ ზმნას. ამიტომ, 2010 წლის 13 აპრილიდან დღემდე გასულ დროს უბრალოდ, დავივიწყებ და მანამდე რაც იყო იმას გავიხსენებ… Read the rest of this entry »

მარ 07

ფოტო-ხელ-ქმნილი საოცრება

Read the rest of this entry »

იან 06

კონგრესის ბიბლიოთეკა

კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress), აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.

კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში სწრაფი ექსპანსიის პერიოდში ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს. Read the rest of this entry »

ნოე 06

უკ­ვ­დავ­ნი და უკ­ვ­და­ვი ვამ­პი­რე­ბი

კად­რი ფილ­მი­დან

კად­რი ფილ­მი­დან “უკ­ვ­და­ვი”.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის “სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ლა­და” გა­ქი­რა­ვე­ბა­ში 17 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვა

ნო­ემ­ბ­რის კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა და­იწყო. ნე­ლა-ნე­ლა ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­დის ის ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­დე­ბა და რომ­ლებ­საც კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე მოხ­ვედ­რის მე­ტი შან­სი აქვთ. ასე ხდე­ბა ჩვენ­თა­ნაც – “ამი­რა­ნი” და “რუს­თა­ვე­ლი” ტრა­დი­ცი­უ­ლად მცი­რე, თუმ­ცა ჟან­რუ­ლად მრა­ვა­ფე­რო­ვან აფი­შას გვთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რი დო­ზით მო­ი­ცავს ბლოკ­ბას­ტე­რებს, კო­მე­დი­ებს, სა­ბავ­შ­ვო და ქარ­თულ ფილ­მებს. ქვე­მოთ სწო­რედ მათ გა­გაც­ნობთ.

მი­მო­ხილ­ვას ქარ­თუ­ლი ფილ­მით და­ვიწყებთ – 17 ნო­ემ­ბერს ეკ­რა­ნებ­ზე ღა­მის შო­უს სტუ­დი­ის ახა­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტის, “სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ლა­დის” პრე­მი­ე­რა იგეგ­მე­ბა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე გახ­ლავთ, ხო­ლო მთა­ვარ რო­ლებს “შუა ქა­ლა­ქის”, “გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან” და ამ სტუ­დი­ის სხვა პრო­ექ­ტე­ბის, მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი ას­რუ­ლე­ბენ: რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ვარ­ს­დო­სა­ნი­ძე, ბა­ჩო ქა­ჯაია, კა­ხა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ფილ­მი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ის ჟანრს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო­ცაა. ფილ­მის­თ­ვის სა­უნ­დ­ტ­რე­კი ჯგუფ­მა “თა­ვი­სუ­ფალ­მა” და­წე­რა და თუ ამ ჯგუ­ფის მუ­სი­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, წინ მარ­თ­ლაც ლა­ღი და მსუ­ბუ­ქი სა­ნა­ხა­ო­ბა და ხმო­ვა­ნი ბი­ლი­კი გვე­ლის. Read the rest of this entry »

ოქტ 21

Ere’s Photography

ჩემი რამდენიმე ახალი ფოტო

ოქტ 17

ქაღალდის ნივთები ჯენიფერ კოლიერისგან

ლონდონის მცხოვრებმა ჯენიფერ კოლიერმა ქაღალდისგან უნივერსალური სკულპტურები შექმნა.

ხელმარჯვე ინგლისელმა ნოტებისგან და ძველი ჟურნალ-გაზეთებისგან, ფოტოაპარატები, საბეჭდი მანქანები, ტელეფონები, ფეხსაცმელი, ჩანთები და სხვა საინტერესო მოდელები გააკეთა. Read the rest of this entry »