loading...

Category Archive: ხელოვნება

ოქტ 02

მოდური ნივთები

იმას, თუ როგორ ქმნის დიზაინერი ახალ კოლექციას, ადვილად წარმოიდგენ, მაგრამ როგორ ყალიბდება მოდა?

რატომ არის, რომ უამრავი სიახლიდან მხოლოდ ნაწილს უწერია გახდეს წამყვანი ტენდენცია, ტრენდი, როგორც ინგლისელები ამბობენ?

ხანდახან მიზეზები ერთობ ბანალურია. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან პოპულარული მსახიობი და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი რომელიმე ვარცხნილობით ან ჩანთით გამოჩნდება და მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებისთვის ეს მისაბაძ მაგალითად იქცევა. ან, უბრალოდ, ეს ნივთი თუ სამოსი იმდენად ლამაზი და პრაქტიკულია, რომ საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. თუმცა, მოდა გაცილებით სერიოზული მიზეზების გამოც იცვლება, რასაც მასების ახალი მენტალიტეტის წარმოქმნა იწვევს. ასეთი შეიძლება იყოს ადამიანების დამოკიდებულების შეცვლა გარემოსა და ეკოლოგიის მიმართ, ასევე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ახალი ტექნოლოგიები…

უცნაურია, მაგრამ თავად დიზაინერებიც კი ხშირად სტილის სასარგებლოდ საუბრობენ და მას მიმდინარე ტენდენციებზე წინ აყენებენ. დომენიკო დოლჩე ამბობს, რომ როდესაც ქალი პოულობს თავის სტილს, მან იცის, როგორ აირჩიოს ის, რაც მას მოსწონს და არა ის, რაც მოდურია. “როდესაც მოგწონს ის, რასაც ატარებ, სამოსი ცოცხალია”. რა თქმა უნდა, დოლჩე სრულ ჭეშმარიტებას ამბობს. უნებურად გახსენდება ის ადამიანები, რომლებიც მოდურ, უზარმაზარ პლატფორმიან ფეხსაცმელს ატარებენ ან აღმოსავლური სტილის შარვალს და იმდენად არაკომფორტულად გრძნობენ თავს, რომ ეს სახეზეც კი აწერიათ. ასეთ ხალხს, ჩვეულებრივ, მოდის მსხვერპლს უწოდებენ ხოლმე. თუმცა, მე მაინც არ ვთვლი, რომ გარდერობის შევსება ტენდენციების გვერდის ავლით უნდა ხდებოდეს. ეს, პირველ რიგში, რთული იქნებოდა, რადგან მაღაზიები და ძალიან უბრალო ქარხნებიც კი ყოველთვის ითვალისწინებენ მიმდინარე სეზონის მოდას სამოსის წარმოებისას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინტაჟის მაღაზიაში ვიმოსებით, სრულიად შესაძლებელია ისეთი ნივთის არჩევა, რომელიც მოდურია მოცემულ მომენტში. მოდა ხომ ხშირად ძალიან მრავალფეროვანია და რამდენიმე ტენდენციიდან ადვილია აირჩიო ის, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ინდივიდუალურ განწყობას, გემოვნებას და სტილს. Read the rest of this entry »

სექ 30

ორიგინალური სამკაულები

დანარჩენი სურათები იხილეთ გაგრძელებაში  Read the rest of this entry »

ივლ 01

უჩვეულო დიზაინის მქონე ჩვეულებრივი ავეჯი – დივანი და სარეცელი

სავარძელი ”კლდეზე ცოცვა” – დიზაინერი Lila Jang

Read the rest of this entry »

ივნ 09

ნაკეთობები ნაგვისაგან – ავტორი დარიო ტირონი


ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთებისგან შექმნილი ნაკეთობები Read the rest of this entry »

მაი 26

ორიგინალირი სამკაულები

ორიგინალირი სამკაულები (20 ფოტო)
მეტის სანახავად შედით გაგრძელებაში Read the rest of this entry »

მაი 09

ოკოლადის მანქანა ტკბილეულის მოყვარულებისთვის

ვიფიქრე, ვიფიქრე, რითი გამეხალისებინეთ ამ გაჭიანურებულ წვიმიან ამინდში, და შოკოლადის მანქანა რომ აღმოვაჩინე, მივხვდი, ეს ის იყო, რაც გამომადგებოდა! შოკოლადს ხომ ანტიდეპრესიული მოქმედება აქვს. დარწმუნებული ვარ, იგივე ეფექტი ექნება შოკოლადის მანქანას! ეს გემრიელი სმარტი კომპანია მერსედეს-ბენცმა დაამზადა. Read the rest of this entry »