loading...

Tag Archive: ა ვიტამინი

იან 13

რა სარგებლობა მოაქვს სტაფილოს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები სტაფილოს საკვებად უკვე 4 ათასი წელია რაც იყენებ. წვნიანი და ტკბილი სტაფილო ადამიანმა მრავალსაუკუნოვანი ნაყოფიერი შრომის შედეგად მიიღო. სტაფილოს სხვადასხვა ფორმა და ფერი აქვს. მაგალითად, აფრიკის ზოგიერთ რაიონსა და აზიაში, ის მუქი იასამნისფერია, თითქმის შავი, შუა აზიაში – ყვითელი. თეთრი სტაფილოც კი არსებობს. იაპონიასა და ჩინეთში თითქმის 1 მეტრი სიგრძის სტაფილოც კი მოყავთ. ჩვენ, ძირითადად, ნარინჯისფერ ე.წ. სტაფილოსფერ სტაფილოს ვიყენებთ.

შუა საუკუნებში სტაფილო ჯუჯების საყვარელ საკვებად მიაჩნდათ. ჯუჯები ხომ მიწისქვეშა საგანძურის მცველები იყვნენ. იმასაც კი ამბობდნენ, რომ თუ საღამოს ტყეში მოხარშულ სტაფილოს მიიტანდი, დილით, იმ ადგილას ოქროს ზოდი დაგხვდებოდა. ასე გამოხატავდნენ ჯუჯები მადლიერებას ნუგბარისათვის. Read the rest of this entry »