მსოფლიოში უამრავი განსხვავებული და უჩვეულო მუზეუმი არსებობს. თუკი იაპონიაში მოხვდებით აუცილებლად მოინახულეთ ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი ტიტიბუ (Chichibu)
Tag Archive: იაპონია
აპრ 13
ინტერაქტიული მცენარეები ემოციებს გამოხატავენ
იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ე.წ. ინტერაქტიულ მცენარეებზე მუშაობს, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობენ და ემოციებს გამოხატავენ. პროექტის ავტორებს მცენარეთა სამყაროს წარმომადგენელთა ცხოველებთან მსგავსების მიღწევა სურთ, გეჩვენება თითქოს ყვავილები გარე სამყაროსთან მოძრაობით ურთიერთქმედებას ცდილობენ.
მცენარის ყლორტებზე თხელი ძაფებია შემოხვეული, რომლებიც ქოთანში პატარა ელექტრულ ძრავებთანაა შეერთებული. მცენარესთან ორი სენსორი, მიკროფონი და მოძრაობის მრიცხველია მიმაგრებული. ამ სენსორებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მცენარე თანდათანობით ირხევა.
ივლ 07
იაპონიამ იშვიათი მინერალების უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა
იშვიათი მინერალები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰაი-ტეკ ინდუსტრიისთვის. ისინი გამოიყენება LED-პანელების, შუქმგრძნობიარე მატრიცების, ელექტროძრავების, ხისტი დისკების, ბატარეებისა და ელექტრონიკის მრავალი სხვა სახეობის წარმოებისას. ამ მომენტისათვის ჩინეთს იშვიათი მინერალების მსოფლიო მიწოდების 97% ეკუთვნის, თუმცა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, იაპონურმა კვლევითმა ჯგუფმა წყნარი ოეკანის ფსკერზე იშვიათი წიაღისეულის დიდი მარაგი აღმოაჩინა. აღმოჩენა დადასტურებულია გრუნტის ნიმუშებით, რომლებიც 3500-დან 6000 მ-ის სიღრმეზე 78 ადგილიდანაა ამოღებული. ბუდობი საერთაშორისო წყლებშია და ჰავაიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენაა გადაჭიმული, აგრეთვე ტაიტისა და საფრანგეთის პოლინეზიის აღმოსავლეთით.
მარ 12
მიწისძვრა იაპონიაში
მთელი მსოფლიოს ყურადღება იაპონიაზეა მიმართული. ათეულობით ქვეყანა უგზავნის იაპონიას სამძიმარს, უკვე 25-მა ქვეყანამ შესთავაზა დახმარება. მიწისძვრის და შემდგომ გადაქცეული ცუნამის შედეგად დაიღუპა ბოლო ოფიციალური მონაცემებით 133 ადამიანი, 500-ზე მეტი ითვლება დაკარგულად. 9 ბალიანი მიწისძვრა არის ყველაზე ძლიერი ქვეყნის ისტორიაში. მიწისქვეშა ბიძგები შეიქმნა წყნარი ოკეანეს ფსკერიქვეშ 10 კმ-ზე. მიწისძვრის შედეგათ შეიქმნა ცუნამი 10 მეტრის სიმაღლით…