loading...

Tag Archive: კაკალი

აგვ 25

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 მეთოდი

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც განგკურნავთ ან თავიდან აგაცილებთ რიგ დაავადებებს, ოსტეოქონდროზსა და ათეროსკლეროზს. Read the rest of this entry »

სექ 23

პროდუქტები ორგანიზმში კალორიების დასაწვავად

მათ ვინც სხეულის წონის კლებითაა დაინტერესებული, კალორიების ზღვრული ნორმის მიღება ესაჭიროებათ. თუმცა არსებობს პროდუქტთა ნაირსახეობა, რომელთა მიღება ორგანიზმში კალორიათა აქტიურ წვას უწყობს ხელს. ჰოდა, ჩვენც რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: Read the rest of this entry »

დეკ 24

თხილი, კაკალი და სხვები

კაკალი აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. ის თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინომჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, ბუნებრივი “შესაფუთი” მასალა, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს. კაკალი შეიცავს A1, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს… მოკლედ, ჩათვალეთ, რომ სახლში მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით. კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში. სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი ოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი. Read the rest of this entry »

ნოე 13

კაკალს შეუძლია თავიდან აგაცილოთ კიბო და გულის დაავადებები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაკალს საოცრებების ჩადენის უნარი აქვს. ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიურად რამდენიმე კაკლის ჭამით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ონკოლოგიურისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკას იტარებთ.

კაკალი მდიდარია E ვიტამინით და გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ვიტამინის შემცველობა ორგანიზმში, მისი გამოყენებიდან რვა საათის შემდეგ, ორმაგდება. მკვლევარებმა ანალიზი ჩაუტარეს 16 ქალსა და მამაკაცს და დაადგინეს, რომ ბერძნული კაკლის გამოყენება 16,5 პროცენტით ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, რომელსაც შეუძლია გულსა და სისხლძარღვებში პრობლემების შექმნა.

“ჩვენმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ ანტიოქსიდანტებს ნამდვილად შეუძლიათ დაავადებების წინააღმდეგ დაცვითი ეფექტის შექმნა”, – თქვა ელა ჰადადმა კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალში, სახელწოდებით Nუტრიტიონ. ამასთან, არა მხოლოდ ბერძნული კაკალია სასარგებლო. ბერძნული კაკალი გვეხმარება ქოლესტერინის დონის დაწევაში, ამავე დროს, ნუში კალციუმის შესანიშნავ წყაროდ გვევლინება, ხოლო ბრაზილიური კაკალი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.  Read the rest of this entry »