loading...

Tag Archive: მებრძოლი

დეკ 03

როგორ ამზადებენ პირად მცველ გოგონებს ჩინეთში

უკანასკნელ წლებში ჩინეთში პირადი მცველების მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. თუ ადრე ეს პროფესია ითვლებოდა მამაკაცის პროფესიად, ამჟამად ეს ასე აღარ არის, ვინაიდან აღნიშნულ პროფესიას სუსტი სქესის წარმომადგენლებიც საკმაოდ აქტიურად ითვისებენ. “ჩინგისის უსაფრთხოების აკადემია”–ში აღსაზრდელებს ასწავლიან მეურვეობის ქვეშ მყოფის დაცვას სპეციალური დანიშნულების რაზმის სტილში. სწავლების საკმაოდ მძიმე და რთული კურსი, რომლის გავლაც აუცილებელია, მოიცავს საბრძოლო ხელოვნების, გადარჩენის ტექნიკისა და კლიენტის დაცვის შესწავლას მოულოდნელი თავდასხმის დროს.

პირადი მცველის მოსამზადებელი ინტენსიური ვარჯიში 8–10 თვე მიმდინარეობს. აღნიშნული კურსის დასრულების შემდგომ ყველაზე წარმატებულები ისრაელის საერთაშორისო უსაფრთხოების აკადემიაში განაგრძობენ სწავლებას. Read the rest of this entry »