loading...

Tag Archive: რძე

მაი 13

როდის არის აუცილებელი რძის დალევა

არსებობს კვების პროდუქტები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული დამცავი თვისებები აქვს. ასეთია კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის შემცველი პროდუქტები. Read the rest of this entry »

დეკ 14

ტვინის მუშაობისათვის სასარგებლო პროდუქტები

ნებისმიერი ადამიანის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ტვინის მუშაობას სტიმულს მისცემენ და გონებრივ აქტივობასაც გაზრდის. მეცნიერებმა ასეთი პროდუქტების სია წარმოადგინეს.

პირველი ადგილი ცხიმიან თევზს უჭირავს, რომელიც ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3–ს შეიცავს. აღნიშნული ნივთიერება თავის ტვინის ე.წ რუხი ნივთიერებების გამომუშავებაში ეხმარება. მეცნიერები გვირჩევენ, რომ თევზი კვირაში 1–2 ჯერ ვჭამოთ. Read the rest of this entry »

ნოე 08

რით არის მარგებელი რძე


რძე რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია, საყოველთაოდაა ცნობილი. ყველამ იცის, რომ ის დიდი რაოდენობით კალცს შეიცავს და ამიტომ კბილებისა და ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. თუმცა მარგებელი თვისებები მხოლოდ ამით არ იფარგლება.

ნერვებისთვის
ნერვული სისტემისა და ფსიქიკის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებებისთვის ძველთაგანვე შესანიშნავ საშუალებად ითვლებოდა. რძეს აღმოსავლეთში დილით ძილქუშის გასაფანტად, ფსიქიკური უნარებისა და ზოგადად, ინტელექტის გასამყარებლად სვამდნენ; ღამით კი – კარგ ძილისთვის.

ინდოელი ვედები თვლიდნენ, რომ რძე მნიშვნელოვანი სასმელია, რომლის გამოყენების შედეგადაც ადამიანი უფრო გონიერი ხდება, უკეთ იწყებს გარესამყაროს აღქმას და სიკეთისა და ბოროტების მართებული ხედვა უყალიბდება.

თანამედროვე ექიმებიც ირწმუნებიან, რომ რძე განსაკუთრებით მარგებელია უძილობით დატანჯული ადამიანებისთვის. ძილის წინ ერთი ჭიქა რძე ადამიანს ძილს არ მოგვრის, მაგრამ კუჭის სეკრეციას აქვეითებს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.  Read the rest of this entry »