loading...

Tag Archive: სისხლძარღვები

დეკ 30

ქიშმიში როგორც სამკურნალო საშუალება

ქიშმიში რკინის ძირითადი წყაროა, რკინას კი როგორც ცნობილია ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულება 218 კილოკალორიაა, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. ქიშმიშში შენარჩუნებულია ქორფა კენკრის ყველა სასარგებლო თვისება. ის შეგიძლიათ სამკურნალოდ წლის ნებისმიერ დროს გამოიყენოთ.

ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, B12, P, PP, C, მინერალებიდან – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ქიშმიში – ეს არის კალიუმის, მაგნიუმისა და ნიკოტინის მჟავის (ზზ ვიტამინი) კონცენტრირებული წყარო, ამიტომ დღემდე გულ–სისხლძარღვთა დაავადებების შეუცვლელ სამკურნალო საშუალებად ითვლება. ამავე დროს ქიშმიში ნატურალური ანტიდეპრესანტია, რომელიც უძილობისა და სტრესის შედეგების დაძლევას ეხმარება. Read the rest of this entry »

აპრ 26

სისხლძარღვების რეგენერაციის ახალი მეთოდი

დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი სტრატეგია შეიმუშავეს ახალი მაღალფუნქციონალური სისხლძარღვების ფორმირების სტიმულაციისთვის ქსოვილებში, რომლებიც ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან.

«გულის შეტევები და ინსულტები მოსახლეობაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კორონარული შუნტირება და სტენტირება — მკურნალობის ძირითადი მეთოდებია, მაგრამ მრავალი ადამიანისთვის ისინი გამოუსადეგარია», – ამბობს დოქტორი ჯეფრი პიკერინგი (Geoffrey Pickering), კარდიოლოგიის, ბიოქიმიისა და სამედიცინო ბიოფიზიკის პროფესორი, აგრეთვე რობარტსის სამეციერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი, – «სწორედ ამიტომ უკანსკნელ წლებში მეცნიერები ბიოლოგიური მეთოდის შექმნას ცდილობენ, რომელიც პაციენტის სისხლძარღვების რეგენერაციის შესაძლებლობას მოგვცემდა». Read the rest of this entry »