loading...

Tag Archive: წყალი

დეკ 26

იაკობის ჭა უიმბერლიში (აშშ, ტეხასი)

უიმბერლიში (შტატი ტეხასი, ამერიკა) მდებარე იაკობის ჭა (Jacob’s Well), წარმოადგენს დიდ არტეზიულ წყაროს, რომელიც ამოედინება შტატის ყველაზე უმსხვილესი წყალქვეშა მღვიმეთა სისტემიდან. აღნიშნულ ჭაში წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ დამთვალიერებლებს ნახვისას ხშირად ცარიელი სივრცის შთაბეჭდილება უჩნდებათ.

ჭის დიამეტრი 4 მეტრია, ხოლო სიღრმე – 10 მეტრი. მისი ფსკერიდან იწყება განტოტვები, რომელებიც ამ დრომდე ბოლომდე არავის არ შეუსწავლია. ამ დროისათვის აღნიშნული განტოტოტვების კვლევის ჩატარების დროს დაღუპულია 8 დაივერი, თუმცა ამ ადგილის პოპულარობაზე ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია.  Read the rest of this entry »

მაი 10

წყალი ჩვენს ცხოვრებაში

წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა.

რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?

– წყლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფაა.

 

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60-65% წყალია. მისი მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილიზდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და წიდა. ადამიანს შეუძლია, ერთ თვემდე გაძლოს საკვების გარეშე, უწყლოდ კი ჩვეულებრივ გარემოში 7-10 დღეს თუ ცოცხლობს, ხოლო ცხელი, მშრალი კლიმატის პირობებში 3-5 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს. Read the rest of this entry »

იან 27

5 გზა: როგორ შევაჩეროთ შიმშილი

როცა დიეტოლოგებს ეკითხებიან, შიმშილის გრძნობა როგორ გავიქროთო, ისინი, როგორც წესი, სრულიად სერიოზულად პასუხობენ, რომ კარგი დიეტის დროს საერთოდ არ უნდა გშიოდეს. აი, მე მაქვს კარგი დიეტა, რომელიც იმდენად სავსეა, რომ ხანდახან მაეჭვებს, მაგრამ მაინც მშია ხოლმე. იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ ვჭამ იმ დროს და იმდენს, როცა და რამდენსაც უნდა ვჭამდე. საღამოს და ღამე კი საშინლად მშია (იგულისხმეთ: 9დან დილის ხუთამდე) და საკუთარ ნებისყოფას ვცდი  family guy-ს ფონზე. მერე კი, როცა ყურება მბეზრდება, სასწრაფოდ ვიძინებ, რომ სპილო არ შემომეჭამოს.

ამიტომაც აქტიურად ვეძებ შიმშილის დაკმაყოფილების გზებს და რამდენიმეს მივაგენი, კიდეც:

Read the rest of this entry »

ნოე 24

იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრში თხევადი წყლის კოლოსალური მარაგი იმალება

სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის პირობებს შორის აღნიშნულია თხევადი წყლის არსებობა და საკუთარი ვარსკვლავიდან ოპტიმალური დისტანცია. მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის ძიებასთან ერთად მეცნიერები იმ ციური სხეულების კვლევასაც განაგრძობენ, რომლებიც ჩვენთან «ახლოს» არიან. NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ყინულის სქელი ფენის ქვეშ თხევადი წყლის ტბებს მალავს, რომელთაგან ერთ-ერთი ტევადობით ამერიკული უზარმაზარი ტბების ქსელს აღემატება, ხოლო ყინულის ქვევით დიდ სიღრმეზეა ოკეანე, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეზე უფრო დიდია. აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პროცესში, რომელიც დედამიწაზე ზონდმა გალილეომ გადმოგზავნა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომაა ციური სხეულის ზედაპირი ქაოტური ფორმის, ანუ უწისრიგოდ ენაცვლებიან ერთმანეთს მთოვანი წარმონაქმნები, ნაპრალები და მდელოები. Read the rest of this entry »

ნოე 16

წყალი – სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირი…

წყალი - სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირი...სიცოცხლის ხალისი, კარგი გუნება-განწყობილება, მბრწყინავი თვალები, გლუვი და სუფთა კანი – ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წყლის წყალობაა. წყალი ყველგან არის: ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში. წყალს ვკარგავთ არა მარტო ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას. ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი და დავიცვათ წყლის ბალანსი.

ჩვენი ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს. უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენ და როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ.
წყალი მაშინ კი არ უნდა დავლიოთ, როცა მოგვწყურდება, წყურვილის შეგრძნებამდე კარგა ხნით ადრე, რადგან წყურვილი მიანიშნებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, რის დაშვებაც არ შეიძლება, ამ დროს ჩნდება გაუწყლოების სიმპტომები: დაღლილობის შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების, ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შეკრულობა, დისბაქტერიოზი).

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, სვით ბევრი წყალი (დღეში არანაკლებ  2-2,5ლ) და სწრაფად შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სასიკეთოდ თქვენი მდგომარეობა. წყლით შეიძლება ბევრი დაავადების განკურნება. რაც შეეხება ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს, წვნიანს, ხილსა და ბოსტნეულს – ეს ყველაფერი დამატებაა იმ 2-2,5 ლ წყლისა, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. მცენარეული ჩაიც კი არ შედის ამ 2ლ-ში. ვერც ერთი სითხე ვერ ცვლის წყალს, პირიქით, მათი მიღების შემდეგაც უნდა დალიოთ წყალი.
მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება ადვილად უჯრედებში, ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას. სვით გრილი წყალი, რადგან მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დილით დალიეთ 1 ჭიქა წყალი – ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. Read the rest of this entry »

აპრ 10

წყალზე მორბენლები