loading...

Tag Archive: CM1

ივნ 30

საკრედიტო ბარათის ზომის ძალიან თხელი მობილური CM1

საკრედიტო ბარათის ზომის ეს მობილური ტელეფონი შემჩნეული იყო გამოფენებზე Computex და CommunicAsia 2011. ასეთი მოკრძალებული ზომების მქონე მოწყობილობა სმარტფონი არაა; პირიქით, ეს ძალიან ჩვეულებრივი ტელეფონია ბაზური ფუნქციებით და ქსელების GSM ოთხი დიაპაზონის მხარდაჭერით.

CM1-ის ზომებია 85,5×55,6×6,9 მმ, ტელეფონის სიგრძე და სიგანე ნამდვილად პლასტიკური ბარათისას ჰგავს, სისქე კი მასზე გაცილებით მეტია, ამიტომ საფულეში საკრედიტო ბარათებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში იგი ვერ ჩაეტევა. ტელეფონის წონაა 38 გრამი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში მას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. CM1-ის ფუნქციების ასორტიმენტი მინიმალურია, მასში შედის კონტაქტების სიაში 500 ჩანაწერის  შესაბამისი მეხსიერება, საათი მაღვიძარით და კალკულატორი. საწყისი დონის ტელეფონისთვის მეტი არცაა საჭირო. Read the rest of this entry »