loading...

Tag Archive: gogo

სექ 16

მონათესავე სულები

ხალხმრავალ ქუჩაში გოგო მიდიოდა,თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეული და მაინც…სხვანაირი იყო ეს გოგო.რაღაცნაირი უემოციო სახე ჰქონდა,თითქოს არაფერი აღელვებდა და აფიქრებდა,ვერ ამჩნევდა ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანებს,არ უსმენდა ქუჩის ყურისწამღებ ხმაურს.მიაბიჯებდა გოგო და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.

გაურკვეველი ბურანიდან ხელზე შეხებამ გამოაფხიზლა და იქვე “თვალებს არ ვუჯერებ,ნუთუ შენ ხარო?!”_საოცრად თბილი ხმაც ჩაეღვარა ყურში.გვერდით ბიჭი მოსდევდა,უცნობი და უცნაური.ისეთი აღტაცებით უცქერდა,ისე გამეტებით უჭერდა ხელს მაჯაზე თავის მონაპოვარს,გოგომ შეპასუხებაც ვერ მოახერხა.ბიჭი კი შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდაიგივეს,თან ატყვევებდა საოცრად მწველი მზერით,თითქოს აგვისტოს მზე უგიზგიზებსო თვალებში.

_”მე რომ პირველად გხედავო?!”_ბოლოს ძლოვს-ძლივობით ამოღერღა გოგომ.

_”ეგ არაფერიო”_არც კი შემკრთალა ბიჭი,_”სამაგიეროდ მე გიცნობ კარგად,ჩემი სიზმრების ფერია,შენ ჩემი სულის ხსნა ხარო.”

გოგოს თავადაც უკვირდა,რომ ეს უცნაური ბიჭი ოდნავაც არ აფრთხობდა,არ აკრთობდა.პირიქით,საოცრად ახლობელიც კი ეჩვენა იგი,იმდენად,რომ მოუნდა,თვალდახუჭულს ევლო მის გვერდით,ბოლომდე მინდობილს,ევლო და გზას არ ქონოდა დასასრული.და მერე,ჰიპნოზის უცნაურ ქსელში გაბმული გოგო კი არ ისმენდა,უკვე თავად ხედავდა ბიჭის სიზმრებს: Read the rest of this entry »