loading...

Tag Archive: MyRingGuard

ნოე 06

MyRingGuard: უსაფრთხოების ბეჭედი ექსტრემალური სიტუაციისთვის

უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოების მრავალი სექტორისთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა, თუმცა ამის შესახებ ყველას როდი ახსოვს. ამასთან, უსაფრთხოება ყოველთვის როდი ნიშნავს თავდაცვის ან რაიმე სახის იარაღს, თუნდაც არა ლეტალურს. ამ მიზნების მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგალითად, მოწყობილობის MyRingGuard დანიშნულებაა ახლობლებსა და ნათესავებს შეატყობინოს, რომ ადამიანი საფრთხეშია.

მოწყობილობა ბეჭდის ფორმისაა, რომელიც თითზე იცმევა. ამ ბეჭედზე არის პატარა ღილაკი, რომელზე დაჭერაც საფრთხის შესახებ აცნობებს. MyRingGuard უსადენო პროტოკოლით უერთდება Android-ის მართვით სმარტფონს, და როდესაც მომხმარებელი “განგაშის” ღილაკს აჭერს, წინასწარ მითითებულ ნომერზე იგზავნება შეტყობინება, რომელშიც შედის აგრეთვე GPS-კოორდინატები.

პროექტთან MyRingGuard დაკავშირებული მასალები მისმა შემქმნელმა რეიჩელ ოუენსმა (Rachel Owens) პორტალზეIndieGoGo.com გამოაქვეყნა, და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ პროექტში ინვესტირება. ამისთვის, მხოლოდ მოწყობილობის წინასწარი შეკვეთის ანაზღაურებაც კმარა, მისი ფასია 39 დოლარი, ხოლო მოწყობილობის სერიულ წარმოებაში გაშვებისთვის ავტორს $30 ათასი სჭირდება. ვიმეორებთ, ამ მომენტისათვის, მხოლოდ Android-სმარტფონებთან მუშაობაა მხარდაჭერილი. Read the rest of this entry »